თავი 12

309 38 0
                                    

მთელი ცხოვრება ვონოს მართლა ვერ დავემალებოდი, ამიტომ ორი დღის შემდეგ გადავწყვიტე კომპანიაში წასვლა. მე და კრისი ერთად წავედით. ისე ვიქცევით თითქოს არაფერი მომხდარა. ჩვეულებრივად ვიყავით ერთად, როგორც მეგობრები.
-კაფეტერიაში ერთად წავიდეთ, ლანჩის დროს.
-კარგი, შევთანხმდით.-გავუღიმე და ჩემს კაბინეტში შევედი. რადგან ორი დღე არ ვიყავი საკმაოდ ბევრი სამუშაო დამიგროვდა, მაგრამ მაინც არ ვაპირებ ღამემდე ვიმუშაო... ცუდად მაქვს დაცდილი. ჩემს მაგიდას მივუჯექი და მუშაობა ვცადე, მაგრამ მაინც არ გამომივიდა. ტელეფონზე ესემესი მომივიდა.
"ჰიუკ^^
დღეს მოხვედი? მომწერე ტყუილად არ მომიყვანო შენი კაბინეტის კარებთან."
"კი მოვედი. რამე საქმე გაქვს?"
"არა, უბრალოდ, შენი ნახვა მინდა."
ტელეფონი გავთიშე და მაგიდაზე ჩამოვდე თავი.
-მეძინება მეძინება მეძინება~...-დავიწკმუტუნე საწყლად.
-რას შვები?-მინჰიუკი შემოვიდა ჩემს კაბინეტში.-დეპრესია? ისევ?
-მეძინება...
-ძილინებისა მაშინ არ შეგაწუხებ.
-მოიცადე... რამე გინდოდა?
-უბრალოდ.. კაფეტერიაში ერთად შევიკრიბოთ, დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც....
-დარწმუნებული ხარ, რომ ყველა ვიქნებით? ვიღაც ხომ არ გამოგრჩა?
-არა.. მე, შენ, სემი, აიემი და ვონო. ყველა ვიქნებით.
-არ მინდა, შენ რა რამეს მიჩალიჩებ? გინდა ვონოსთან ერთად ერთ მაგიდასთან დავჯდე? შანსი არაა.
-კარგი ხო... წესით ეს ხუმრობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გამომივიდა... მაშინ მარტო ჩვენ?
-აიემი და სემი?
-ისინი თავიანთ თავს მიხედავენ.
-კარ.... უი, არ გამოვა... კრის დავპირდი უკვე.
-მოიცა ის ასეთი დებილია? არ მითხრა, რომ...
-როგორც მეგობრები, დამშვიდდი.
-ააჰ.... მე კიდე მეგონა... ნუ დაივიწყე მაშინ. ისევ მარტო უნდა ვიყო... რამდენ ხანს?
-არ გინდა ვინმე გოგო იპოვო? სულ მარტო ხომ არ იქნები.
-ჯერ ჩემი იდეალი ქალი არ დაბადებულა, ან დაკარგულია.-გაიცინა.
-მაშინ ეძებე.-ჩავიცინე.
-რომ ვიპოვი პირველად შენ გეტყვი.-ჩაიცინა და გავიდა. განწყობა ნამდვილად გამომიკეთდა და მუშაობის ხასიათზე მომიყვანა. დრო ისე სწრაფად გავიდა, რომ ვერც შევამჩნიე.
-ლანჩის დროა~~!-ჩემს კაბინეტში კრისი შემოვიდა და გამიღიმა.
-მართლა?-საათს დავხედე.-ვერც კი გავიგე ისე გავიდა დრო.
-წამოდი კაფეტერიაში ჩავიდეთ.-ჩვენ კაფეტერიაში ჩავედით და ერთ-ერთ თავისუფალ მაგიდას მივუსხედით.
-შეიძლება შემოგიერთდეთ?-გაგვიღიმა სემიმ.
-რა თქმა უნდა.-გაუღიმა კრისმა და ადგილი დაუთმო.
-იმედია ცუდ დროს არ მოვედით.-უხერხულად გაიღიმა აიემმა.
-მინჰიუკი ხომ არ გინახავთ? დილას წუწუნებდა, ლანჩის დროს ისევ მარტო უნდა ვიყოო.
-ჩემმა სტალკერმა მომიკითხა?-გამიცინა მინჰიუკმა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-ვოაჰ! ამდენი ხნის მერე ისევ ერთად, რა მაგარია!
-უბრალოდ ვიღაც გვაკლია..-ჩაილაპარაკა აიემმა.
-და მგონი ვიღაც ზედმეტია, არა?-უხერხულად იკითხა კრისმა.
-მე ეგ არ მიგულისხმია..
-ვიცი, უბრალოდ ვთქვი.
*Wonho's P.O.V*
ლანჩის დრო მოვიდა ამიტომ ჩემი ოფისიდან გამოვედი და კომპანიაში დავხეტიალობდი. ვიგრძენი, რომ მშიოდა, ამიტომ კაფეტერიაში ჩასვლა ვამჯობინე. ერთ მაგიდასთან დამსხდარი ხუთი ადამიანი დავინახე. აიემი, სემი, მინჰიუკი, ჰესუ და კრისი, იცინოდნენ და მათი შეწუხება არ მინდოდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემს მეგობრებთანაც თავს უკვე ზედმეტად ვგრძნობდი. ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და ფეთქებადი ხასიათიც გამიხდა, საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებ, უკვე საკუთარი თავიც მაღიზიანებს. არ ვიცი რა მემართება. ამდენი ხნის განმავლობაში მინდოდა შური მეძია და ესეც გავაკეთე, მეგონა გავიხარებდი და ის სიმძიმე გულიდან მომშორდებოდა, მაგრამ ის ტვირთი უფრო დამძიმდა. სუნთქვა მიჭირს და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, ფეხზე სიმძიმემოკიდებული ღრმა ზღვაში ვიძირები, ჰაერის ჩასუნთქვა მინდა. მეშინია.. მეშინია, რომ არავინ გადამარჩენს, მეშინია, რომ არავინ შემიყვარებს და არავის გავახსენდები. როცა მათ ვუყურებდი თავი მართლა ზედმეტად ვიგრძენი, ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ, ჰესუც ბედნიერი იყო. რატომ ვარ მხოლოდ მე უბედური, რატომ ვარ მხოლოდ მე დამძიმებული, რატომ შევიცვალე ასე? ლანგარი ავიღე და მათკენ წავედი.
-შეიძლება შემოგიერთდეთ?
-სად იყავი ამდენ ხანს, დაჯექი.-მინჰიუკი გვერდზე გაიწია და მე ჰესუს გვერდით დამსვა. როცა შემთხვევით მისი ხელი ჩემსას შეეხო უცნაური გრძნობა დამეუფლა, მინდოდა მისთვის ხელი ჩამეკიდა და... მაგრამ არა. მე არაფერი მინდა მისგან, ასეთ სისულელეზე ფიქრით თავს რატომ ვიღლი?
-ჰეი რა გჭირს?
-მ.. მე? არაფერი... ვჭამ.
-საპირფარეშოში გავალ.-თქვა ჰესუმ და ადგა.
-მალე დაბრუნდი.-გაუღიმა კრისმა. ჯანდაბა, ეს ბიჭი ასეთი სულელია?! ახლა მასზე წესით გაბრაზებული უნდა იყოს და მას ასე უაზროდ არ უნდა უღიმოდეს!
-ვონო ნამდვილად კარგად ხარ?
-ცოტა ხნით გავალ..-ვთქვი ჩუმად და ავდექი. საპირფარეშოში გავედი, სახეში წყლის შესხმა მინდოდა, უნდა გამოვფხიზლდე.
-ოპპა..-მომესმა ვიღაცის ხმა.
-ჰე...-შევტრიალდი, ჰესუს ხმას მართლაც ძალიან ჰგავდა, მაგრამ ის არ იყო.-ოჰ... კანგ ჰე..ჯინ...-წარმოდგენა არ მაქვს ვინაა ეს გოგო, ან რა უნდა ჩემგან, ან საერთოდ ოპპას რატომ მეძახის, მე ხომ ამ კომპანიის დირექტორი ვარ.
-ჩემი სახელი იცით?-გულზე თვალით ვანიშნე.-აჰ.. მეგონა იცოდით. მგონი ამის მერე ცოტა უხერხული იქნება ამის თქმა.
-რისი?
-მინდა რაღაც გკითხოთ..
-მიდი.-გავუღიმე.
-რას ფიქრობთ ლამაზი ვარ?-ისევ ეს უაზრო კითხვები, ჯანდაბა არ მობეზრდათ... არა და დარწმუნებული ვარ იცის რასაც ვეტყვი და რასაც გავაკეთებ, მასაც ეს უნდა.
-კი..-უხერხულად გავიღიმე.
-მომწონხართ.-თქვა მოულოდნელად.-მაინტერესებს თქვენ თუ მოგწონვართ.
-სიმართლე გითხრა, დღეს პირველად დაგინახე.-მან თავი დახარა.-მაგრამ მომწონხარ, მე მჯერა ერთი ნახვით სიყვარულის, გინდა ჩემი შეყვარებული იყო?-მან გაფართოებული თვალებით ამომხედა.
-რა? თ..თქვენი შეყვარებული?
-ხო. გინდა?
-რა თქმა უნდა!-ამ მომენტში რას აკეთებენ? კოცნიან? ეხუტებიან? მას თმებში ხელი შევუცურე და ვაკოცე, კიდევ ერთი კოცნა დაემატა ჩემს კოლექციას თანაც ახალ გოგოსთან. ტუჩები მოვაშორე და გავუღიმე.
-ე..ეს მოულოდნელი იყო.
-რატომ?
-მე..-მას ხელი მოვკიდე და მივიხუტე.
-ნუ დაფრინავ, დაბლა დაეშვი. საყვარელი გოგო ხარ, არ მინდა ბოლოს ძალიან მტკივნეულად დაეხეთქო მიწაზე.-ჩავჩურჩულე ყურში.
-რ..რა?
-შენს გონებაში აშენებული კოშკები უცებ დავანგრიე არა? ვიხუმრე, ეს სერიოზულად არ მიიღო.
-ი..იხუმრე? შენ მაკოცე.
-მერე რა.. შენ, ალბათ, ჩემი მეათასე გოგო ხარ რომელსაც ვკოცნი... ან შეიძლება მეტიც სათვალავი ამერია. მიწაზე დაეშვი პატარავ.-ვუთხარი და საპირფარეშოში შევედი.-უბედური...-ჩავიცინე და ონკანი მოვუშვი.
*HeaSoo's P.O.V*
საპირფარეშოდან გამოვედი და წასვლას ვაპირებდი, როცა ვონოს მოვკარი თვალი. მასთან მისვლა დავაპირე, რადგან დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ ვიღაც გოგომ დამასწრო. წასვლას ვაპირებდი მაგრამ ვონოს ხმა გავიგე.
-მაგრამ მომწონხარ, მე მჯერა ერთი ნახვით სიყვარულის, გინდა ჩემი შეყვარებული გახდე?-კედელს ამოვეფარე და მათ ვუსმენდი, ვიცი ეს უფრო მატკენდა გულს მაგრამ არ მაინტერესებდა. მე მოსმენა მინდოდა.
-დიახ!-როცა მათკენ გავიხედე დავინახე ვონო იმ გოგოს კოცნიდა. მეტის არც მოსმენა მინდოდა და არც დანახვა. ის ნამდვილი ნაბიჭვარია, ამაში ახლა უფრო დავრწმუნდი, ის ჩემს სიყვარულს არ იმსახურებს.

First LoveWhere stories live. Discover now