- 2 -

1.7K 93 33
                                    

THE WORK IS BETTER DONE ALONE

-

-

-


17 საათი.

დედა მოტყნული 17 საათი ვიყავი გზაში დასვენების გარეშე.

სანამ სათვალავი ამერეოდა ბენზინს მანქანაში მეექვსედ ვასხამდი.

დეიდაჩემი, იზაბელი,  ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მირეკავდა, რაც კიდევ უფრო გამაღიზიანებელს ხდიდა მთელ გზას.

გზაში ვჭამდი, გზაში ვსვამდი... არ მიძინია. როგორც არ უნდა მდომებოდა ვერ დავიძინებდი. ჩემი და დაიკარგა. დიდი იმედი მქონდა, რომ კოლეჯის რომელიღაც ექსკურსიაზე არ იქნებოდა ან რაიმე პროექტზე, ან რამე ამდაგვარ სირობაზე, თორემ შემომაკვდებოდა როცა ვნახავდი.

როდესაც დანიშნულების ადგილს მივუახლოვდი, შავი ჯიპი შევნიშნე. მანქანა მის უკან გავაჩერე, რადგან ზუსტად ჩემი სახლის წინ იდგა. ამან უფრო დამაეჭვა, მაგრამ დავაიგნორე. როგორც კი ფეხები მიწაზე დავდგი თვალთ დამიბნელდა. დაღლილი ვიყავი, თუმცა ახლა ამის დროს ნამდვილად არ მქონდა. თავს ძალა დავატანე და გეზი სახლისკენ ავიღე. დაკაკუნების გარეშე შევედი. თავაზიანობის ამ ფორმისთვის თავი არ მქონდა.

- მოვედი და იმედია 17 საათი ტყუილად არ ვიმგზ...

როგორც კი მისაღებში შევედი უცხო პირები, ვიმეორებ, პირები დავინახე. შავ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილები. დივანზე ისხდნენ და ხელში პატარა ბლოკნოტები ეჭირათ. Fucking feds. მათ ყველგან ვიცნობდი.

- აქ რა ხდება? - ისე ვიკითხე, თითქოს ჩემთვის გასაგები არ ყოფილიყო, რომ ეს ორნი, რომლებიც დივანზე ისხდნენ, დაწყევლილი F.B.I-ის აგენტები იყვნენ. მაგრამ... რატომ F.B.I. და არა ჩვეულებრივი ნიუ-იორკის პოლიცია?

მე მიყურებდნენ. იზაბელი წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. გადამეხვია და შემდეგ ხელი მხარზე დამადო. იმისდა მიუხედავად, რომ მეც ჩემებურად აფორიაქებული ვიყავი და ამ ყველაფერში დროზე გარკვევა მინდოდა, მაინც დავაკვირდი მის სახეს. აშკარა განსხვავება იგრძნობოდა. ეკრანზე მისი სახის ნაკვთებს ასე კარგად ვერ ვხედავდი.

CROSSOVER (editing)Where stories live. Discover now