- 15 -

980 73 16
                                    

AN OLD HAG WITH A LOT OF NASTY HABITS

-

-

-



ტომთან გამოძიებას ბრიტანელი და ქერა აწარმოებდა. დიდ იმედებს არ ვამყარებდი, თუმცა რაღაცის მოლოდინში მაინც დავიარებოდი იქით-აქეთ. საათს გამუდმებით ვუყურებდი. 7 ხდებოდა. უკვე მესამედ იყვნენ შესულები ტომთან, ის კი უარს აცხადებდა პასუხების გაცემაზე. ამბობდა, რომ უდანაშაულო იყო და იმის ვინაობას ითხოვდა, ვინც ბრალი დასდო. ახლაც, როდესაც ოფისის კარები გაიღო და ქერა დავინახე, რომელიც თითქოს დამორცხვილი მიყურებდა, მივხვდი, რომ ისევ არაფერი. მოთმინების ფიალა მევსებოდა. ქერა მაგიდას მიუჯდა და დაღლილი სკამს აეკრა. შემოსულ ბრიტანელს მზერა ვესროლე და ოფისიდან გასვლისას მხარი ძლიერ ვკარი. რა თქმა უნდა, უკან გამომყვა. ვიცოდი, რომ მიზეზი იმის შიში იყო ტომთან არ შევვარდნილიყავი, თუმცა ამას არ ვაპირებდი. რთული იყო, ძალიან რთული, მართლა ასე არ მოვქცეულიყავი. რთული იყო ორმაგი თამაში მეთამაშა - ერთდოულად გამეგო თუნდაც ერთი პატარა დეტალი ჩემი დის გატაცებაზე და დამეტესტა ბრიტანელი. როდესაც ლიფტის ღილაკს თითი დავაჭირე, მივხვდი, რომ უკან აღარ მომყვებოდა. გაკვირვებულმა გვერდით გავიხედე და დავინახე, რომ დერეფნის შუაში იდგა, ხელები ჯიბეში ჩაეწყო და მაკვირდებოდა. არ ვიცოდი ამით რას აკეთებდა. ამაზე ფიქრი არ დამიწყია. უფრო სწორად, მის წინ არ დამიწყია. ლიფტის კარების გაღების თანავე თვალები ავუტრიალე და შიგნით შევედი. კარები ისე დაიხურა, რომ შიგნით არ შემოსულა. ამის აღიარება მძულდა, თუმცა მისი ეს საქციელი შვება იყო. ალბათ ამიტომაც მივეყრდენი კედელს და ნერვიული სუნთქვა ამოვუშვი. 

იქვე კაფეში გადავედი, რომ ყავა მეყიდა. დიდ ფანჯარასთან ჩამოვჯექი და შეკვეთას დაველოდე. აქედან სააგენტოს შესასვლელი კარგად ჩანდა. სასაცილო იყო, რომ დასამშვიდებლად აქ გადმოვედი, თუმცა მაინც მთელი ჩემი ყურადღება იმ ცირკისკენ იყო მიპყრობილი. როდესაც ყავა და სენდვიჩი დამიდეს, თვალი ავარიდე ერთფეროვან შენობას და ჭამას შევუდექი. რახან ჯერ-ჯერობით გამოუსადეგარი ვიყავი, დაკითხვისთვი თავი უნდა მომემზადებინა. იმისდა მიუხედავად, რომ ტომზე გაგებული ყველა ინფორმაცია თავიდან ასადროს ამომივარდებოდა, თავს მაინც ვაიძულე ტელეფონში შენახული დოკუმენტი გამეხსნა და მეხსიერები "გამენახლებინა". ნაჭამი სენდვიჩი უკან ამოღებას ითხოვდა, ამიტომაც ტელეფონი განზე გავდე, სკამს მივეყრდენი და უაზროდ დავუწყე სააგენტოს ცქერა. ჭიქას ჩავავლე ხელი და თბილი ყავის სმა დავიწყე. ნელ-ნელა დაბნელება დაიწყო, რაზეც სიბრაზის ნაპერწლები ვიგრძენი. ვერ ვხვდებოდი ამდენი ხანი რაში უნდოდა ჩემი ტომის საგამოძიებო ოთახში შესვლას?

CROSSOVER (editing)Where stories live. Discover now