- 11 -

1K 70 16
                                    

A HIDDEN AGENDA

-

-

-


- რეივენ, - მისი თითები ჩემს თმას შეეხო, თუმცა იმდენად მეზიზღებოდა, რომ თვალები ძლიერად დავხუჭე. შევიჭმუჭმე და მუხლები თავთან ახლოს მივიტანე, რათა საკუთარ თავთან ახლოს ვყოფილიყავი. თუმცა უკან შეკრული ხელები დიდად არ მეხმარებოდა იმის შესაგრძნობად, რომ მე ისევ მე ვიყავი. რომ არსად გავმქრალვარ. რომ ჯერ კიდევ ვარსებობდი, - კიდევ ერთხელ ეცადე გაქცევას, არა? - არ წყვეტდა ჩემი თმების ფერებას. სიბრაზისგან მაკანკალებდა. მაგრამ ყველაზე დიდი რაც ამ გრძნობას ემატებოდა, შიში იყო. მრავალი რამის შიში. მისი შიში და იმის, რომ აქაურობას ვერასდროს გავაღწევდი. ამას ვერ ვაღიარებდი. ეს დანებება იქნებოდა. თუ დავნებდებოდი, სამუდამოდ მონა ვიქნებოდი. მისი მონა ვიქნებოდი. მალევე მისი ხელი ჩემს კეფაზე ჩასრიალდა და მოჭერა ვიგრძენი, - რამდენჯერ უნდა გითხრა, ძვირფასო? - მის საზიზღარ სუნთქვას ყურზე ვგრძნობდი. ძლიერად მიჭერდა. იმისდა მიუხედავად, რომ თვალები დახუჭული მქონდა, ჩემ გარშემო ყველაფერი უფრო და უფრო ბნელდებოდა. არ მიკვირდა. მისი ეს საქციელი საერთოდ არ მიკვირდა. პირველი ნამდვილად არ იყო. უკანასკნელს რაც შეეხებოდა... დადგებოდა დრო, როდესაც ამას ვეღარ გაიმეორებდა, - რამდენიც არ უნდა ეცადო, ვერასდროს შეძლებ ჩემგან თავის დაღწევას. გესმის? - თავს ვაქნევდი იმისთვის, რომ მისგან თავი დამეღწია, თუმცა ხელს უფრო ძლიერად მიჭერდა და ადგილზე მაკავებდა, - ვერასდროს. ეს კარგად დაიმახსოვრე.

არ ვიცი იმ მომენტში რა მოხდა, თუმცა გამოფხიზლებისას რაც შევამჩნიე იზაბელა იყო, რომელიც ჩემს წინ იჯდა, გაფართოებული და პირღია მიყურებდა. შეშინებული ჩანდა. მაშინ გავიაზრე, რომ უბრალოდ კი არ იჯდა, არამედ პერანგი, რომელიც მოცმული ჰქონდა, მხარზე ჰქონდა ჩამოცურებული. ხელები ზურგს უკან ედო იატაკზე და მათ ეყრდნობოდა. ფეხები წინ ჰქონდა ოდნავ გაშლილი. მისი პოზიდან მივხვდი, რომ... ხელი ვკარი. მას მე ხელი ვკარი. გაოგნებული იქით-აქეთ ვიყურებოდი. არ ვიცოდი რისთვის შემეხედა ან როგორ გავქცეულიყავი. ბოლოს მაინც შევხედე მის მღელვარე თვალებს. ნერწყვი ძლიერ გადაყლაპა და დამშვიდება სცადა. ოდნავ ჩემკენ წამოიწია, მღელვარება მზრუნველობით ჩაანაცვლა და ნერწყვის კიდევ ერთხელ მძიმედ გადაყლაპვის შემდეგ, ხელი წამოწია, თუმცა არ შემხებია. კრავს ჰგავდა, რომელიც ფრთხილობდა.

CROSSOVER (editing)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang