COMMANDER AND HER COMRADE
-
-
-
გზაში დიდი დრო მქონდა იმის დასაგეგმად, თუ რას გავაკეთებდი როდესაც ტომს ვნახავდი. თითოეული კითხვა დავიზუთხე სანამ სააგენტომდე მივაღწევდი. თითოეული მიმიკა გათვლილი მქონდა. ვიცოდი, როგორ მოვიქცეოდი, თუ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებდი. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა დეტალი თავში უკვე მეათასედ მქონდა გადავლილი, ისე თითქოს სპექტაკლში ვიყავი. მაშინაც კი, როდესაც ბრიტანელი დავინახე, არც ერთი დეტალი არ დამვიწყებია. არც შფოთვა მიგრძვნია. არც კი მდომებია მისი სახის დასისხლიანება. მხოლოდ ტომის ნახვა მინდოდა. რაც შეიძლება სწრაფად. აუღელვებლად მივუახლოვდი, მაგრამ მისი სახე ნერვიულად მიყურებდა. ცუდი შეგრძნება დავაიგნორე. თუ ტომი დაკავებული ჰყავდათ, პასუხებამდე გზა ხსნილი მქონდა. ყოველ შემთხვევაში, იმ მომენტში ასე მეგონა.
- ადვოკატი მოითხოვა. - არც კი დამაცადა კითხვის დასმა. მივაჩერდი. შემდეგ კარებს გავხედე, რომლის მიღმაც ის კაცი იჯდა, რომელზეც ხელი პირველად სხვას მიუწვდა. მაშინ ბრაზი მომაწვა. საკუთარი თავის. პირველი მე უნდა მეპოვა. ასე არ მომიწევდა კანონის დამორჩილება და დაკითხვის პროცესის გაწელვა.
- არ მაინტერესებს. - გვერდის ავლა ვცადე, თუმცა ხელი ჩამავლო. ყავისფერ მასას უფრო და უფრო ვშორდებოდი. მაშინ მივხვდი, რომ სადღაც მივყავდი. ვცდილობდი მისი ხელი მომეშორებინა. ამაოდ. იმ მომენტში ისიც კი ვიფიქრე, რომ იცოდა რასაც ვაკეთებდი მის ზურგს უკან. იქნებ ახლა სადმე ჩუმ ადგილას გავყავდი, რომ საქმე მალე მოეგვარებინა. თუმცა ჩემი მკვდარი სხეულის გატანა სააგენტოდან გაუჭირდებოდა. როდესაც ოფისში შემიყვანა და კარი მიიხურა, მაშინ თითქოს დავმშვიდდი. მაგრამ თუ რაიმეს ეცდებოდა, მზად ვიყავი მეპასუხა. სასიკვდილოდ მეპასუხა. ჩემკენ შემოტრიალდა და დოინჯი შემოირტყა. ისე მიყურებდა, თითქოს ჩემგან პასუხს ელოდა, რა პასუხს, ეგ არ ვიცოდი. შეიძლება უბრალოდ გაღიზიანებული იყო იმით, რომ ტომის დაკითხვა ვცადე, იმისდა მიუხედავად, რომ ადვოკატი მოითხოვა. არ მადარდებდა. ეს კანონები აღარ მადარდებდა. აზრი არ ჰქონდა რაღაც კოდექსის დაცვას, განსაკუთრებით მისნაირ ნაძირალა ტიპთან. თუმცა მაინც, ახლა ბრიტანელის წინ ვიდექი და ისე მიყურებდა, თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი, - ეგრე ნუ მიყურებ.
YOU ARE READING
CROSSOVER (editing)
Action= GEORGIAN HARRY STYLES FANFIC = ცხოვრებას ადამიანების ერთმანეთთან შეყრის უცნაური გზები აქვს და ხანდახან იძულებულს ხდის გზაჯვარედინზე შეაჩეროს... [მკაცრად +18. შეიცავს ისეთ მძიმე სცენებს, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, gore სცენები, ბ...