- 18 -

909 75 36
                                    

TIC TOC, TIME TO CHOOSE

-

-

ფურგონის წინ მდგომმა მამაკაცმა სიგარეტი ჩაწვა, ძირს დააგდო და ზედ ფეხი დაადგა. იარაღი დაუშვა და ჩვენკენ ამოიხედა. ამჯერად ღიმილი აღარ ედო სახეზე. ისეთი წახალისებული არ ჩანდა, როგორიც რამდენიმე წამის წინ, როდესაც პოლიციის ოფიცრებს ელაპარაკებოდა, სანამ მოკლავდა. მშვიდი მზერით იყურებოდა. მაგრამ ეს გამოხედვა ნორმალური ადამიანის გამოხედვისგან იმით განსხვავდებოდა, რომ სიკვდილის მომასწავებელი იყო. სისხლმა განსაკუთრებით სწრაფად მაშინ დაიწყო მიმოქცევა, როდესაც თავი გააქნია და რამდენიმე უცნობი მამაკაცი შენობისკენ წამოვიდა. იმაზე ბევრად მეტნი იყვნენ, ვიდრე თავდაპირველად. გაოგნებულმა ბრიტანელს გავხედე, რომელიც ოდნავ გაფართოებული თვალებითა და ძლიერად შეკრული წარბებით მისჩერებოდა გარეთ არსებულ სცენას. ნელა გამომხედა. თითქოს იმის გადამოწმება უნდოდა ორივე ერთსა და იმავეს ვხედავდით თუ არა. ჩემი გამომეტყველებიდან კი პასუხი მგონი მიეღო. 

ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს. სიტყვები საჭირო არ იყო. მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩენოდა. გაქცევა. 

ადრენალინი იმდენად მქონდა მოზღვავებული, რომ მოძრაობისას მეგონა ბუმბულზე უფრო მსუბუქი ვიყავი. ვერც იმას ვიაზრებდი, რას ვაკეთებდი. მაგრამ იმდენს ვხვდებოდი, რომ ბავშვებისთვის ხელი ჩამევლო და გარეთ გამეყვანა. სანამ ამოვიდოდნენ, სადმე უნდა დამემალა ისინი. მორეოს თავის დაცვა მაინც შეეძლო. ვიმედოვნებდი მაინც. მისი დები კი ზედმეტად პატარები იყვნენ ჯერ მარტო სიტუაციის გასააზრებლად. მეზობლები. მათ უნდა დაემალათ თავიანთ სახლში. ასე ის მაინც მეცოდინებოდა, რომ კარგად იქნებოდნენ, სანამ ბრიტანელი და მე სხვებს გავუმკლავდებოდით. ყოველი შემთხვევისთვის, ვეცდებოდით. 

CROSSOVER (editing)Where stories live. Discover now