GAME OF TAG
-
-
-
რეივენი დღითიდღე უმჯობესდებოდა, მაგრამ იყო მასში ცვლილელები, რაც მალევე შევამჩნიეთ.
წამლების გაბრუებისგან გამოფხიზლებული წარმომედგინა საწოლზე უნდა დამება, რათა ჯერ ბოლომდე გამოჯანმრთელებული და შემდეგ გაეგრძელებინა შურისძიება. დანამდვილებით იცოდა ვისთანაც იქნებოდა ჰარპერი. არავინ დარჩებოდა გაკვირვებული იმპულსურად თუ დაადგებოდა თავისი სიკვდილის გზას. მაგრამ არსად იყო სიბრაზისგან განრისხებული რეივენ კუპერი. ერთი კვირის განმავლობაში ფერი დასდებოდა, აღარ იყო ისეთი სუსტი როგორც ადრე, ყავარჯნებით საავადმყოფოს დერეფნებში მოსიარულეს საერთოდ არ ჰქონდა სიჩქარის განცა. მშვიდად, წყნარად და დამჯერად იქცეოდა. თვალებს ქვეშ შავი რგოლები აღარ ჰქონდა, სახე დამშვიდებოდა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა გამოხედვასა და თვალებში, ხანდახან ვფიქრობდი კლონით ხომ არ ჩაანაცვლეს.
პროტესტი არც ერთხელ არ გამოუთქვამს ჩემი ახლოს ყოფნით. არც რამე ცუდი უთქვამს. ძირითად შემთხვევაში არ ლაპარაკობდა, თავის ქნევას დასჯერდებოდა, მაგრამ ხანდახან კონტექსტიდან ამოვარდნილ წინადადებებს ამბობდა.
- დღეს ფულის გამოსვლიდან 40 წელი გავიდა, - უეცრად მოატრიალა თავი ჩემკენ, როდესაც ჩამოვჯექი. უკვე მესამედ მეუბნებოდა ისეთ წინადადებას, რისიც არაფერი მესმოდა. წარბები ოდნავ შევკარი და ტუჩები მოვკუმე თითქოს ვფიქრობდი. ფეხი-ფეხზე გადავიდე და სავარძელს ავეყრდენი.
- მგონი ფული დიდი ხანია სამყაროს ნაწილია, - მხრები ავიჩეჩე და თავი განზე გადავაგდე. არ ვიცოდი რაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ის მაინც მესმოდა ფულიან ქაღალდებზე არ მელაპარაკებოდა. ჩემებურად ვცდილობდი მის გაღიზიანებას, რომ ამ რაღაც მშვიდი მდგომარეობიდან გამომეყვანა. უსაშველოდ მენატრებოდა მისი სიბრაზე. უბრალოდ თავი გააქნია.
YOU ARE READING
CROSSOVER (editing)
Action= GEORGIAN HARRY STYLES FANFIC = ცხოვრებას ადამიანების ერთმანეთთან შეყრის უცნაური გზები აქვს და ხანდახან იძულებულს ხდის გზაჯვარედინზე შეაჩეროს... [მკაცრად +18. შეიცავს ისეთ მძიმე სცენებს, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, gore სცენები, ბ...
