- 26 -

856 59 137
                                        

I DON'T FEEL THAT IT'S OVER

-

-

-


კამერების ოთახში ჯიჯი და მე ერთი საათი ვიყავით. დიდი არაფერი მომხდარა. ხუთის რვის ნახევრაზე, დაცვები შეიცვალა. რეივენმა პალატა ერთხელ დატოვა, ცხრის 36 წუთზე ახალგაზრდა ექთანთან და დერეფნები მოიარა. შემდეგ პალატაში დაბრუნდა. აღარ გამობრუნებულა.

თერთმეტის 4 წუთზე, დაცვა ტვალეტში გადის, შემდეგ კი კამერები ითიშება.

- რატომ გაშავდა? - წარბების შეკვრით ვიკითხე. რამდენჯერმე უკან გადაახვიეს, მაგრამ ხარჯვეზი აშკარად არ ყოფილა. შემდეგ კი კამერებმა ისევ დაიწყეს მუშაობა. დაცვა ხან პალატაში შედის, შემდეგ გამოდის. ტელეფონზე რეკავს. მალევე იზაბელი ჩნდება, ისტერიაში ვარდება და შემდეგ მეც იქ ვარ.

- დაგეგმილია, - ჯიჯის ხმა მომესმენა. ჯერ ისევ ეკრანს მივჩერებოდი. - აშკარად წინასწარ დაგეგმილი ქმედებაა, - მისი მზერა ვიგრძენი.

- სხვა სართულების კამერები? - დაცვის დეპარტამენტის უფროსს - ჯერის ვკითხე. მგონი შედარებით მკაცრად, რადგან თვალი მალევე ამარიდა.

ყველა კამერა მუშაობდა, გარდა იმ სართულის, რომელ პალატაშიც რეივენი იყო. ლიფტსა და კიბეებზე დამონტაჟებული, ისევე, როგორც შემოსასვლელების, ზუსტად იგივე ნაირად ითიშებოდა. ეკრანზე საკუთარი თავი დავლანდე და შევამჩნიე, რომ თვალები მოჭუტული მქონდა, ხელები კი გადაჯვარედინებული.

- ექთნების მოსასვენებელი ოთახის კამერები მაჩვენე, - მჯდომარე წინ წავიწიე, ჯიჯის მსგავსად ხელები მაგიდაზე დავაწყვე და წამოვდექი. კადრში ჩანს ექთნების ოთახში შესვლა და გამოსვლა. კამერები არ ითიშება, იმ დროის შუალედში, როდესაც რეივენი უჩინარდება.

თერთმეტის 16 წუთზე კი ნაცნობ სახეს ვხედავ. კამერაში წამიერად იყურება. ისევ მასკა უკეთია, მაგრამ ამჯერად, წარბზე პირსინგი აქვს.

CROSSOVER (editing)Where stories live. Discover now