RAVEN'S POV
-
LOSING MY RELIGION
-
-
-
ბრედლის, უფრო სწორად ჰარის, მაგრამ თუ უფრო კორექტული ვიქნები - ბრიტანელის გაყვანის შემდეგ ადგომით თავი არ შემიწუხებია. ისედაც მთელი დღე ფეხები მეკვეთებოდა და ძლივს მშვიდად ვიჯექი. სანამ გარეთ მთელი აჟიოტაჟი იყო, რძეს ვწრუპავდი. ნაბიჯების ხმა მომესმა და მალევე, ის ადგილი, რომელიც ახლახანს გათავისუფლებულიყო, ლუისმა ამოხვნეშით დაიკავა. ზანტი ღიმილით მიყურებდა და მეც იგივენაირად გავუღიმე. მის მზერაში ცვლილება იყო. უკვე კარგა ხანი იყო ცისფერი თვალები სარკაზმითა და ცინიზმით ისე ძლიერ აღარ უკამკამებდა. მეც არ აღმინიშნავს, იცოდა, რომ ჩემზე ნერვიულობას აზრი არ ჰქონდა.
- ვიცოდი, რომ ფსიქოპატების მაგნიტი იყავი, - მშვიდად წარმოთქვა. - მაგრამ მინდა აღვნიშნო, ეს საკმაოდ სიმპათიური აღმოჩნდა, - ჩამეცინა, რაზეც ტუჩები კმაყოფილად აეწია ყურებამდე. - თანაც როგორ დაიხვეწე! მეორე შეშლილი აგეკიდა და ნორმალური ადამიანივით საჭირო პირებს ჩააბარე.
- სტანტარდების გაზრდა ყოველთვის არის შესაძლებელი, - მხრები ავიჩეჩე, რაზეც წარბი კომიკურად ამიწია.
- ეს რა, მინიშნება იყო?
- ვინ იცის. თუ მე შევძელი გემოვნების შეცვლა, შენთვისაც არ იქნება გვიანი, - დაუშტვინა და ხელები გადაიჯვარედინა.
- მე კი მეგონა წამლებმა სულ მოგალბეს, მაგრამ რა თქმა უნდა, მახვილი რეი-რეი სადღაც მიძინებულია, - გავიღიმე და თითი ჭიქას თავზე გადავუსვი. ისეთ აჟიოტაჟს მოეცვა ყველაფეირ გარეთ, ჩემი პირველი საქმე გამახსენდა. პირველი დაპატიმრება, როდესაც ჯერ კიდევ სიამაყით ვიყავი სავსე. თუმცა ახლა ხმები უფრო მიყურეჩებული იყო. არც სიამაყეს ვგრძნობდი და არც ტრიუმფს. პასუხსმგებლობები კუთხეებში იმალებოდნენ, ძალიან ჩუმად და შეუმჩნევლად, რომ მოულოდნელად კისერზე მოეჭირათ ხელები. თუმცა მაშინაც არა მგონია რაიმე რეაქცია მქონოდა. ლუისის მზერას ვგრძნობდი, მაგრამ თავი არ შემიწუხებია შემეხედა. უბრალოდ თეთრ სითხეს დავყურებდი. აღარ მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ბრიტანელს ჩემი ჭიქიდან მოესვა.
YOU ARE READING
CROSSOVER (editing)
Action= GEORGIAN HARRY STYLES FANFIC = ცხოვრებას ადამიანების ერთმანეთთან შეყრის უცნაური გზები აქვს და ხანდახან იძულებულს ხდის გზაჯვარედინზე შეაჩეროს... [მკაცრად +18. შეიცავს ისეთ მძიმე სცენებს, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, gore სცენები, ბ...
