ONE SHOULD FIGHT ITS OWN BATTLE
-
-
-
ჩემდა გასაკვირად მშვიდად ვიყავი.
უფრო სწორად, სიმშვიდის შენარჩუნებას ტყავის სავარძელზე ხელის ძლიერად მოჭერით ვცდილობდი.
ეკრანს მიღმა მორეოს სახეს ვლანდავდი, რაც უფრო აღრმავებდა ჩემ სიბრაზეს. ვიდეოს ვუყურებდი, სადაც ჰარპერი ბარიდან გაჰყავდა და მანქანაში სვამდა, რომელსაც სარკეები დაბურული ჰქონდა. ჩემი და უგონოდ არ ყოფილა. უარესი. ისე მოძრაობდა, თითქოს მთვრალი იყო. გააბრუა. აი, რა უყო ამ ნაძირალამ. ჩემი და მორეოს ენდო, სანაცვლოდ კი მეორე დღეს სრულიად სხვა ადგილას გაიღვიძა. ამაზე ფიქრისას ცივმა ოფლმა დამასხა. ვიდეოს ყურადღებას აღარ ვაქცევდი, ჩემმა ფიქრებმა გამაშეშეს. უგონოდ ვიყავი, სანამ პაბლომ კლავიატურაზე ღილაკს თითი დააჭირა და ვიდეო გააჩერა.
- სულ ეს არის... - ტონზე ეტყობოდა, რომ ჩემს დაძაბულობას გრძნობდა. ღრმად ჩავისუნთქე. წამიერად მომინდა, რომ საერთოდ არ მომეთხოვა რა ვიდეო ჩანაწერი მისცეს ფედერალებს. კრიტიკულად იფიქრე, იდიოტო და გამოფხიზლდი. ხელი, რომელიც პაბლოს ტყავის სავარძელზე მედო მოვადუნე და თითები ავათამაშე. ნათელ მხარეს თუ შევხედავდი, ვიდეოში მხოლოდ ჰარპერი და მორეო იყვნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ორი ნაბიჭვარი ვერ გაიგებდა გამტაცებლის ვინაობას. ყოველ შემთხვევაში ცოტახნით მაინც. იმ ფაქტზე თვალს ვხუჭავდი, ბრიტანელმა საიდუმლოდ პარტნიორობა რომ შემომთავაზა.
თუმცა ამ ფიქრებს საერთოდ არ გაუნელებიათ ჩემი სიბრაზე. მორეოს დახრჩობა მაინც მინდოდა. რამდენად სწორი იქნებოდა აქვე სიკვდილამდე, რომ მეცემა? ჯერ ამის ფუფუნება არ მქონდა. კიდევ უნდა მომეთმინა. ვეცადე იმ მუსიკისთვის დამეგდო ყური, რომელიც კლუბიდან ამოდიოდა. იქნებ ამით მაინც ჩამეხშო ჩემი აგრესიული ფიქრები. მორეოსთვის არ შემიხედავს ისე ავუარე გვერდი პაბლოს საოფისე მაგიდას და მის წინ მდგომ სავარძელზე დავჯექი. არ მინდოდა ბარმენისთვის გამეხედა, რომელიც მთავარი დამნაშავე იყო. დიდი ალბათობით სიმშვიდეს დავკარგავდი. ჯერ ყველაფერი კარგად უნდა ამეწონა. კარგად უნდა დავფიქრებულიყავი რა და როგორ მეთქვა. პაბლოს უკან კედელზე გაკრულ დიდ ლომის ნახატს ვუყურებდი. ნარცისი ნაბიჭვარი. ხელი პირთან მივიდე და თითები ტუჩებზე ავათამაშე.
YOU ARE READING
CROSSOVER (editing)
Action= GEORGIAN HARRY STYLES FANFIC = ცხოვრებას ადამიანების ერთმანეთთან შეყრის უცნაური გზები აქვს და ხანდახან იძულებულს ხდის გზაჯვარედინზე შეაჩეროს... [მკაცრად +18. შეიცავს ისეთ მძიმე სცენებს, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, gore სცენები, ბ...