OPEN HEARTS
-
-
-
- რას მეტყვით იმ საღამოზე? - თერაპევტის ხმა ზედმეტად მშვიდი იყო. იმისდა მიუხედავად, რომ ჩემი ძალიან დიდი ნაწილი ოცნებობდა სიწყნარეზე და იმაზე, რომ რეივენის კივილისა და ტირილის ხმა გონებიდან ამომვარდნოდა, გაგონილი მაღიზიანებდა. კომფორტულ დინავზე ვიყავი მიყრდნობილი, ხელები გადაჯვარედინებული მქონდა და ჭერს ავყურებდი. პასუხი ცოტახანი არ გამიცია, ყურს მანქანების ჩავლის ხმას ვუგდებდი. ექიმების ფუსფუს. საავადმყოფოს აპარატების წრიპინს. - მესმის, რომ სასიამოვნო არ არის ამ ტრაგიკულ მოვლენაზე საუბარი, - გამგებად დასძინა. თვალები დავხუჭე, რათა უხეშად არ გამომსვლოდა და შუბლზე არ ამსვლოდა. რთული იყო იმის მიხვედრა, რომ საუბარი მეზარებოდა?
- იმას მეკითხებით მე როგორ ვგრძნობ თავს იმ საღამოს შემდეგ? - თავი ოდნავ წამოვწიე და მას შევხედე. საყვარელი სათვალეები ეკეთა მართკუთხედი შუშებით. ოდნავ გამელოტებულ თავს უხდებოდა.
- რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე, - სავარდძელში ისე მოკალათდა, ეტყობოდა, ეგონა ბევრს ჩაინიშნავდა საგულდაგულოდ გადაშლილ ბლოკნოტში. თვალი მის გადაჯვარედინებულ ფეხებზე გამექცა, შემდეგ კი შავ მატერიაზე. საგულდაგულოდ ემზადებოდა რაღაცების აღსანიშნად. მობეზრებულად თავი განზე გადავაგდე, იდაყვი ხელის საყრდენზე ჩამოვდე და საფეთქელი საჩვენებელსა და შუა თითზე ჩამოვდე.
- მეგონა თქვენი საქმე იმის დადგენა იყო პაციენტ რეივენ კუპერს რითი დაეხმაროთ, - მშვიდად აღვნიშნე პატარა ღიმილით, მაგრამ შინაგანად მინდოდა მისთვის სახეში გამერტყა. არა იმიტომ, რომ ნერვებს მიშლიდა. იმიტომ, რომ საერთოდ არ მესმოდა აქ როგორ აღმოვჩნდი. ბოლოს ის მახსოვდა, რომ რეივენი დავამშვიდე. ერთხელ. ორჯერ. სამჯერ. შემდეგ თურმე გათენებულიყო, რასაც შუადღე მოჰყვა და მითხრეს თერაპევტი მოვიდა გასასაუბრებლადო.
VOCÊ ESTÁ LENDO
CROSSOVER (editing)
Ação= GEORGIAN HARRY STYLES FANFIC = ცხოვრებას ადამიანების ერთმანეთთან შეყრის უცნაური გზები აქვს და ხანდახან იძულებულს ხდის გზაჯვარედინზე შეაჩეროს... [მკაცრად +18. შეიცავს ისეთ მძიმე სცენებს, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, gore სცენები, ბ...
