WHAT IN THE MONKEY BUSINESS
-
-
-
- ლუდი? - შევთავაზე და როდესაც თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია, ბოთლის სახურავი მაგიდის კიდეზე მოვათავსე, ზედ ხელი დავადე მეტი სტაბილურობისთვის და ბოთლის ქვემოთ ჩამოქაჩვისას გაიხსნა. შუშა მისკენ გავაცურე და მეორე ლუდს დავავლე ხელი, რომ ჩემთვის გამეხსა, - იზაბელას არ უთხრა, რომ ასე გავხსენი. - გაეცინა.
- მე ბეჭდით ვხსნი ხოლმე. - თქვა და სასმელი მოსვა. ჩემი ბოთლი მივაწოდე და ვკითხე:
- გამიხსნი? - შეთავაზება გაუხარდა და აღტაცებულმა გამომართვა შუშა. ბოთლს თავზე ხელი დაადო და მალევე ერთი მოძრაობით გახსნა. მივაშტერდი და თავი გაოცებულმა იქით-აქეთ გავაქნიე, - მგონი დროა მეც ვიყიდო ბეჭედი, - გაიცინა და ლუდი ჩემკენ გამოასრიალა. ორივემ ერთდროულად მოვსვით სასმელი და ერდროულად ავლაპარაკდით, - ჯანდაბა, მიწის თხილიც უნდა მომეტანა.
- ჯანდაბა, მიწის თხილი მოუხდებოდა. - ერთმანეთს სერიოზული სახით მივაჩერდით. ორივეს ერთნაირი გამომეტყველება გვქონდა, თუმცა მალევე ჩაგვეცინა. სიჩუმე ჩამოწვა. კომფორტული სიჩუმე. წამიერად აღარ ვცდილობდი შესაფერისი სიტყვების მოძებნას მის გამოსატეხად და მომენტში ვიძირებოდი. როდესაც გავხედე, შევნიშნე, რომ რაღაც აწუხებდა. ღიმილი მისი სახიდან გამქრალიყო და ბოთლს მიჩერებოდა. სერიოზულად ჩაფიქრებულიყო და როდესაც თითები ცივ შუშაზე აათამაშა, მივხვდი, რაღაცის თქმას ვცდილობდა. შემდეგ თავი გააქნია, თითქოს რაღაცას, დიდი ალბათობით საკუთარ შინაგან ხმას, უარყოფდა და სწრაფად ამოიხედა ჩემკენ. ეს მზერა კარგა ხანი არ მქონდა ნანახი. ეს შემართება კარგა ხანი არ მენახა. იყო მასში რაღაც ძალიან ნაცნობი, რამაც გული შემიკუმშა.
- რეივენ, ჰარპერზე ძალიან ვწუხვარ. - ლუდს ხელს არ უშვებდა. აშკარა იყო, რომ სხეულის კონცენტრაცია მასზე გადაეტანა, რომ მშვიდად ყოფილიყო, - ეს ყველაფერი უბრალოდ დაუჯერებელია და ძალიან ცუდ ხუმრობას წააგავს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ მინდა ჩემმა სიცილმა თუ ხუმრობებმა გაფიქრებინოს მასზე ყოველდღე არ ვფიქრობ. - სერიოზულობა სახიდან არ შორდებოდა. მისი გამომეტყველება ძლიერი იყო, მხრების პოზიცია გამართული, თუმცა თითები ერთმანეთში აეხლართა, რაც მის შფოთვაზე მეტყველებდა, - ვერ ვიტყვი, რომ ჩემი დაპატიჟება უცნაურად არ მომეჩვენა, მაგრამ მიზეზი, თუ რატომაც დავთანხმდი ის იყო, რომ როდესაც ჰარპერი დაბრუნდება, რაც აუცილებლად მოხდება, მინდა ამ ახალი ურთიერთობით გავახარო. - შავი თვალები უელავდა. მისმა სიტყვებმა ჩემზე გავლენა იქონია. ჯანდაბა, ახლა ვხვდებოდი ვისაც მაგონებდა და პულსი ამიჩქარდა. ვერ დავმალავდი, რომ ერთმანეთს ძალიან ვგავდით. უფრო სწორად, ის ჩემ ახალგაზრდა თავს ჰგავდა. მისი თავდაჯერებულად წარმოთქმული სიტყვები ბიძგს მაძლევდა. მომანდომა აქაურობას გავცლოდი, რომ გამოძიებისთვის რაიმე გამეკეთებინა. მაგრამ ახლა ის იყო ჩემი გამოძიება, ჩემი მორიგი საქმე, ამიტომაც მოტივაციას მაძლევდა რაც შეიძლება სწრაფად მომეგვარებინა ეს საკითხი. ლამის ყველაფერი დავიკიდე და პირდაპირ ვკითხე ის, რაც მაინტერესებდა, თუმცა თავი გავაკონტროლე. ქვედა ტუჩი ავილოკე და მაგიდას მივაჩერდი, რათა სიტყვები სწორად გამეზონა. თავში მისი სიტყვები მიტრიალებდა და გამეღიმა.
YOU ARE READING
CROSSOVER (editing)
Action= GEORGIAN HARRY STYLES FANFIC = ცხოვრებას ადამიანების ერთმანეთთან შეყრის უცნაური გზები აქვს და ხანდახან იძულებულს ხდის გზაჯვარედინზე შეაჩეროს... [მკაცრად +18. შეიცავს ისეთ მძიმე სცენებს, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, gore სცენები, ბ...