- 9 -

1.1K 65 17
                                    

DO WE HAVE THE AGREEMENT?

-

-

-



გასაკვირი ნამდვილად არ იყო თავის ტკივილით, რომ გავიღვიძე. ამას ისიც დაემატა, რომ ყავის მარაგი ამოიწურულიყო. კარგახანი ვიდექი სამზარეულოში შიშველი ფეხებით და დავყურებდი ჭურჭელს, სადაც ყავა უნდა ყოფილიყო. მშვიდად დავაბრუნე თავის ადგილას, მაგრამ როდესაც გასვლას ვაპირებდი, ისევ სამზარეულოში დავბრუნდი და ყველა უჯრა საგულდაგულოდ შევამოწმე. დაუჯერებელი იყო, რომ იზაბელას რაიმე გამოლეოდა. დავიგინე და აბაზანაში შევედი. ჯაკუზიში ჩავწექი. თვალები დავხუჭე და თბილ წყალს მივანდე ჩემი ნერვები. მაგრამ კოფეინის ძლიერი სურვილი, მტკივარე თავი და გაღიზიანებული რეცეპტორები არ მასვენებდნენ. ამიტომ შიშველმა დავტოვე აბაზანა და სიგარეტის მოძებნა დავიწყე. უკან დაბრუნებისას ლეპტოპიც თან გავიყოლე. თუმცა კარგახანი ჭერს მივჩერებოდი და სიგარეტს ვეწეოდი. ჯერ კიდევ მიტივტივებდა გონებაში სცენები იმ ვიდეო ჩანაწერიდან. კლუბიდან დაბრუნების შემდეგ რამდენჯერმე ვუყურე. არ ვიცოდი რანაირად შევძელი ძილი, მაგრამ დაღლილობამ თავისი ქნა. ახლა კი მზად არ ვიყავი თავიდან მენახა.  ეს ყველაფერი უკვე მაზოხიზმში გადამდიოდა, რადგან ყოველი წამი ჭანაწერის დაწყებიდან სუფთა შფოთვა იყო. ნუთუ არ მყოფნიდა თავში მოტრიალე სცენები?

კარგი გადაწყვეტილება იყო სკამი თან რომ შემოვიტანე. ვიდეოჩანაწერი ჩავკეცე და ბრიტანელზე ინფორმაციის ძიება გავაგრძელე. გუშინდელი აზრი არ შემიცვლია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე მოსაწყენი ცხოვრება ჰქონდა. ნუთუ მთელი მისი მოტივი იმ გამოძიებაში იყო, რომელიც წლების წინ დაუხურეს? მან ყველაფერი დამაჯერებლად მომიყვა. ზედმეტად დამაჯარებლად. ვერ გამეგო ეჭვი იმის გამო მქონდა, რომ არ მომწონდა, თუ იმიტომ, რომ პარანოია მჭირდა. რთულია ახალ გაცნობილს ენდო. ამის დედაც, ერთი კვირაც კი არ გასულიყო ჯერ. მაგრამ როგორი ნეგატიური გრძნობაც არ უნდა მქონოდა ბრიტანელის მიმართ, საქმე მხოლოდ ნდობაში არ იყო. თავად ვიყავი საფრთხის წინაზე და ეს საფრთხე გისოსებს მიღმა გამომწყვდევა იყო. რანაირად ვიპოვიდი ჩემს დას აყროლებული საკნიდან? ნერვები მეშლებოდა მის წინდახედულობაზე, მაგრამ საკუთარ თავზე უფრო მეშლებოდა ნერვები. საერთოდ არ ვნანობდი კოულის ცხვირის გატეხვას. მხოლოდ იმას ვნანობდი, რომ მოქმედებაში დამიჭირეს. 

CROSSOVER (editing)Where stories live. Discover now