- 6 -

1.1K 84 16
                                    

WAIT, WHO'S THE MORON AGAIN?

-

-

-

დავრწმუნდი, რომ საოცარი მოთმების უნარი მქონდა. ძაღლივით ვიცდიდი მანქანას მიყუდებული და ვგეგმავდი როგორ გამომეფატრა ქერასა და ბრიტანელის კისრები. თავს ვარწმუნებდი, რომ კიდევ ცოტახანი გამეძლო, მაგრამ ათასი აზრი არ მასვენებდა. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ არც კი მესმოდა რაზე ვფიქრობდი. ჩემი გონება ახლა სანაგვეს ჰგავდა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა.

ფეხების ბაკუნი დავიწყე. კლუბის რკინის კარებს დაჟინებული ვუყურებდი. წუთი-წუთზე გამოვლენ - ვიმეორებდი გონებაში, თუმცა ამაოდ. სურვილი არ მიხდებოდა.

უნდა მენერვიულა პაბლოზე? წესით თავი კარგად უნდა გაერთვა საქმეზე. რამეს აუცილებლად მოიფიქრებდა და მეც ამ მაიმუნების მონაყოლით იმპროვიზაცია მომიწევდა, რომ არ გამომეაშკარავებინა საკუთარი თავი. ეს ყველაფერი სრული სისულელე იყო და ამაზე დიდი სისულელე ის, რომ კოულის ცემას ხუთ წუთში ერთხელ მაინც ვნანობდი. ამ ფაქტს ვეღარ შევცლიდი და ვერც ფედერალებს მოვიშორებდი ადვილად.

არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ მალევე გამოვიდნენ. მანქანას მოვშორდი და ერთი ნაბიჯით წინ გადავდგი.

- გაირკვა რამე? - ვიკითხე, როდესაც ბრიტანელი ჩემს წინ გაჩერდა. ქერა მანქანასთან მივიდა. რა თქმა უნდა, ყურადღება არ მივაქციე მის უხეშურ გზას, რომელიც გაჰკიოდა შენთან არანაირი კონტაქტი არ მინდაო.

- ვიდეო-ჩანაწერი გვაქვს. - მიპასუხა ბრიტანელმა, - მემგონი გამოგვადგება. - უკმაყოფილება დავმალე. რატომ ვერ მოვიფიქრე გუშინ ჩანაწერის გამორთმევა? მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მე იმაზე მალე გავიგებდი გამტაცებლის ვინაობას, ვიდრე ეს ორი. ვიმედოვნებდი მაინც.

CROSSOVER (editing)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang