- 10 -

1.1K 70 14
                                    

HELLO, ANXIETY, MY OLD FRIEND

-

-

-


რამდენიმე დღეში იზაბელასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ კალენდარი მჭირდებოდა. განსაკუთრებით იმ ფრაზის შემდეგ:

- დილით ფელიციას ვესაუბრე. 

პირთან მიტანილი ჭიქა გავაჩერე და ავხედე. ტვინმა ინფორმაცია სწრაფადვე გადაამუშავა, თუმცა მაინც გაშეშებული ვუყურებდი. ჩემ წინ მაგიდაზე ლეპტოპს დავხედე, სადაც ის ფაილები მქონდა გახსნილი, რომლებიც ბრიტანელმა გამომიგზავნა. წყანარად დავდე ჭიქა მაგიდაზე. ცოტა დრო დამჭირდა იმის გადასაწყვეტად, თუ რა მეთქვა. 

- უთხარი? - ამ კითხვაზე შევჯერდი. რთული გამოსაცნობი იყო ფელიციასთვის ყველაფრის ცოდნა იყო უკეთესი თუ პირიქით. 

- ვერა... - იდაყვი მაგიდაზე დადო, თავი კი ხელზე ჩამოდო. დაღლილობა ეტყობოდა. იზაბელა ყველასგან გამორჩეული იყო ენერგიით, თუმცა ამ ბოლო პერიოდში არც ეძინა და არც თავს უვლიდა სათანადოდ. ამის შემჩნევა კი გამაღიზიანებელი იყო. ვერ ვიტანდი შავ რგოლებს მისი თვალების ქვეშ და ვერც მის ჩამქრალ მზერას. უფრო და უფრო მაფორიაქებდა, - ისეთი არარეალურია ეს სიტუაცია, სიტყვები სიტუაციის აღსაწერად ვერ ვიპოვე... - თვალები ჩემს უკან რაღაცაზე გააჩერა, - როგორ მეთქვა... როგორ მეთქვა, რომ... იცი ფელიცია, შენი შვილი დაიკარგა. - ტკივილნარევად გაეღიმა, - მართლა ვერ აღვიქვამ რეალურად.

- არაუშავს. დიდ ხანს არ გაგრძელდება. - ყავის სმა გავაგრძელე და ლეპტოპი უფრო ახლოს მოვწიე. მის მზერას ვგრძნობდი, ამიტომაც გავაგრძელე, - დედასთვის უკეთესი იქნება თუ არ ეცოდინება. მალე გამოვა ციხიდან, აქ მოსულს კი ჰარპერი სახლში დახვდება. - მზერა გავუსწორე და გავუღიმე. ის უბრალოდ მიყურებდა თავისი დაღლილი, მაგრამ თბილი ყავისფერი თვალებით. არ ვიცოდი, იქნებ თანადგომა იგრძნო იმაში, რომ მის გადაწყვეტილებას ვიზიარებდი. ჩემთვის ნამდვილად არ უნდა ეკითხათ რა იყო სწორი და რა არასწორი. იმდენი ხანი იყო გასული დედასთან ბოლო საუბრის შემდეგ, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ გამხსენებია. არ მქონია მისთვის დარეკვისა და ყველაფრის მოყოლის იმპულსი. საჭირო ნამდვილად არ იყო. მას ისედაც ბევრი რამე ჰქონდა არეული. არ ვაპირებდი ძლივს შეგუებული გარემო და მოპოვებული სიმშვიდე ამ ახალი ამბებით დამენგრია. 

CROSSOVER (editing)Donde viven las historias. Descúbrelo ahora