WAREHOUSE AND THE SECRET STASH
-
-
-
სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი, დამამშვიდებელი დავლიე, რომელიც სახლიდან გამოვაპარე. ეს უკვე მესამე იყო. გუშინდელი აღმოჩენის შემდეგ, რა თქმა უნდა, ძილი არ მეწერა და არც ჩემი შფოთვა არ წყნარდებოდა. საბოლოოდ კომფორტის ზონიდან გამოვედი. რკინის კარებს მივუახლოვდი. ოდნავ ოფლიანი ხელები შარვალზე მოვისვი. რატომღაც ვნერვიულობდი და დაკაკუნებას ვერ ვახერხებდი. იქნებ ეს ცუდი იდეა იყო და ჩემ საქმეში ვინმე სხვა არ უნდა გამერია? თუმცა ახლა ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებდი. ყველაფერი ბევრად გართულებულიყო. ჰარპერის მოძებნასთან ერთად ის უნდა გემრკვია ვინ იყო ბრიტანელი სირი და რატომ ითვისებდა სხვის ვინაობას. როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო ამის აღიარება, ჩემი ძალები საზღვრებს ცდებოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ შემეძლო რკინის კარებს შევხებოდი. რამდენჯერმე თავი გავაქნიე, უკანაც კი დავიხიე, საბოლოოდ კი უბრალოდ ვიდექი და კარებს მივჩერებოდი.
მალევე რკინის მასა გაიღო და ნაცნობი სახე შემეგება. არ ველოდი, თუმცა განწყობა მთლიანად შემეცვალა. ცისფერი თვალების, ოდნავ წამოზრდილი წვერებისა და სარკასტული ღიმილის დანახვისას სასიამოვნო გრძნობამ გამიელვა. ახლა მივხვდი რამდენად დასტრესილი ვიყავი და როგორ უცხო ადამიანებთან მიწევდა მუშაობა. რახან ლუისთან გამოცდილება მქონდა და მას ვიცნობდი, შვება ვიგრძენი. მართალია ეს ყველაფერი წამიერი იყო და შფოთვა ვერ დაძლია, თუმცა იმ მომენტში გავაანალიზე, რომ მნიშვნელოვანი კარტი მეჭირა ხელში.
- იცი როგორი უცნაურია, როდესაც ვიღაც შენი სამალავის კარებთან დგას და ზებუნებრივ მოძრაობებს აკეთებს? - არ შემეძლო მის ზედმეტად ბრიტანულ და ამასთანავე სარკასტულ ტონზე თვალები არ ამეტრიალებინა.
YOU ARE READING
CROSSOVER (editing)
Action= GEORGIAN HARRY STYLES FANFIC = ცხოვრებას ადამიანების ერთმანეთთან შეყრის უცნაური გზები აქვს და ხანდახან იძულებულს ხდის გზაჯვარედინზე შეაჩეროს... [მკაცრად +18. შეიცავს ისეთ მძიმე სცენებს, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, gore სცენები, ბ...