B̶R̶A̶D̶L̶E̶Y̶'̶S̶ ̶P̶O̶V̶
HARRY'S POV
DEAR RAVEN, WON'T YOU COME OUT TO PLAY?
-
-
-
დივანზე ვიჯექი და წყნარად ვუყურებდი იზაბელას, რომელიც რეივენის საწოლთან იჯდა და დაღლილი თვალებით შესცქეროდა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავით აქ, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. რეივენი არ იღვიძებდა. მისი ჭრილობები არ იყო იმდენად მძიმე, რომ ეს გამოეწვია. თითქოს ჯიუტად გადაეწყვიტა არ გაეღვიძა და რაც შეიძლება მეტი ვეტანჯე. როდის გამოერკვა, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი? მინდოდა გამეცინა. სანაცვლოდ, პალატას მომავლე თვალი. ყველაფერი რიგზე იყო, ისე, როგორც დავაბარე. რეივენის მშვიდი ძილის სამი დღის განმავლობაში. აქაურობას მტვერი არ გაჰკარებია. პალატაც ნათელი იყო. არ მინდოდა გაღვიძებისას თავი ცივ ადგილას ეგრძნო, რომელიც ექსპერიმენტების ოთახს წააგავდა. წამოვდექი და იზაბელასთან მივედი. ხელი მხარზე დავადე.
- წავალ, რამე საჭმელს მოვიტან, - სამი დღის განმავლობაში მიხვდი, რომ კითხვის ფორმა არ უნდა გამომეყენებინა, რადგან ყოველჯერზე უარს ამბობდა. ამომხედა და წამიერად გამიღიმა, შემდეგ კი ისევ რეივენს შეხედა, თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა რაიმე გრძნობის გამოხატვისთვის. მის ხელს დავხედე, რომელიც რეივენისაზე დაედო. შემდეგ კი თვალი კათეტერზე გამიჩერდა. გაღვიძებისას არასასიამოვნო შეგრძნება ექნებოდა. ძალიანაც კარგი, თუ მე მსჯიდა, ისიც უნდა დასჯილიყო რამენაირად. თუმცა ოთახიდან გასვლის დროს რეივენის ექთნის ძებნა დავიწყე. უნდა მეკითხა გაღვიძებისთანავე თუ შეიძლებოდა კათეტერის მოხსნა.
პალატაში ყავითა და სენდვიჩებით დავბრუნდი, თუმცა იზაბელამ მხოლოდ ყავა დალია. მალევე იქვე სკამზე ჩაეძინა, მე კი კვლავ დივანს დავუბრუნდი. ნელა წამოვდექი და საწოლს მივუახლოვდი. ფეხი, რომელზეც ნასროლი ჰქონდა, თაბაშირში გაეხვიათ. საყვარელი იყო, თუ როგორ ჩამოეკიდათ მისი ფეხი. სახე ფერმკრთალი ჰქონდა, მაგრამ მაინც ღიმილით დავყურებდი იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ გაცხარდებოდა საკუთარი თავის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას. ხელი მისი თმებისკენ წავიღე. თითებიც ოდნავ გადავვარცხნე. მის ყურს შევეხე. შემდეგ მის ყვრიმალზე თითები ნაზად გადავატარე. რაც არ უნდა გამეკეთებინა, მაინც ეძინა. არადა მჯეროდა, რომ ასეთ დროსაც იგრძნობდა ჩემ სიახლოვეს და წამოხტებოდა, ამავსებდა მრავალი მუქარით, დამიბღვერდა, მე კი უბრალოდ დავცინებდი.
YOU ARE READING
CROSSOVER (editing)
Action= GEORGIAN HARRY STYLES FANFIC = ცხოვრებას ადამიანების ერთმანეთთან შეყრის უცნაური გზები აქვს და ხანდახან იძულებულს ხდის გზაჯვარედინზე შეაჩეროს... [მკაცრად +18. შეიცავს ისეთ მძიმე სცენებს, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, gore სცენები, ბ...
