- 24 -

783 60 28
                                        

THE SECRET AGENDAS

-

-

-

ნაილი როგორც ყოველთვის უემოცი სახით მიყურებდა, მაგრამ მადლობა იმ პატარა ნაოჭების საშუალებით, რომლებიც დაბღვერვისგან გასჩენოდა, ვხვდებოდი როგორ განმსჯიდა. თვალებს ზანტად ახამხამებდა, თითქოს ჩემგან ელოდებოდა პასუხს. თუმცა რა უნდა მეთქვა? ის შტატებში არც უნდა ყოფილიყო. ასე, ჩუმად ვიდექით და ერთმანეთს შევყურებდით. როგორც მოველოდი, მოთმინების ფიალა ამოეწურა და ამოიხვნეშა. 

- როგორი სტუმართმოყვარე ხარ, - მშრალად თქვა და ჩემ განზე  გაწევას არც დაელოდა ისე შემოიჭრა. მოკლედ ჩამეცინა, როდესაც მხარი ძალით გამკრა მკერდის არეში. თავი გავაქნიე და კარები მოვიხურე. 

შესასვლელიდან გზა სამზარეულოში გაიკვლია, იქიდან კი მისაღებში. ერთ ადგილას გაჩერდა. იქით-აქეთ გატრიალდა შეკრული წარბებით და ისე იყურებოდა, თითქოს სანაგვეში ყოფილიყო. შემდეგ მე გამომხედა. ნეიტრალური გამომეტყველება მიიღო და ჟაკეტი გაიხადა. 

- დამავიწყდა, რომ სოციოპათი ხარ, - რამდენიმე თვე იყო არ ვენახე და უკვე კომპლიმენტებით მავსებდა. - არ გაწყენდა ავეჯის დადგმა, - ხელები გადავიჯვარედინე და კედელს მივეყრდენი. ლოყა მოვიქავე სანამ მან ჯაკეტი გაიხადა და სკამზე გადაკიდა. 

- აქ მაინც ცოტახნით ვარ, არა? 

- და ამიტომ გადაწყვიტე ყველაფერი დაგეკიდებინა? - ნაილს ერთი ჩვევა ჰქონდა. გიჟდებოდა პასიურ აგრესიულობაზე და ახლაც ღიმილი, რომელიც სახეზე ედო, იმაზე მეტს არაფერს მეუბნებოდა, რომ სირი ვარ. ვხვდებოდი საითაც მიჰყავდა საუბარი. - დარწმუნებული ვარ ლონდონს სანამ დატოვებდი ტელეფონი გქონდა და ისიც ზუსტად ვიცი, ზარებს პასუხობდი, - თავს ზანტად ვუქნებდი მოსმენისას, რამაც უფრო გააღიზიანა. იმ მომენტში დაწრუმებული არ ვიყავი ასე იმიტომ ვპაუსუხობდი, რომ მისთვის ნერვები მომეშალა, რადგან ეს ჩვენი ნორმალური დინამიკა იყო, თუ იმიტომ რომ დაღლილი ვიყავი. ეჭვი მქონდა, მის ნაცვლად სხვისი მოსვლის შემთხვევაშიც ასეთი მოკლე, არაფრის მომცემი პასუხებით შემოვიფარგლებოდი. 

CROSSOVER (editing)Where stories live. Discover now