- 19 -

897 74 32
                                    

BORN UNDER THE LUCKY STAR

-
-
-



არ ვიცოდი, კარგი იყო თუ ცუდი, რომ თავის აწევა არ შემეძლო. თუმცა მალევე თავის ქალაზე მოჭერილი ხელი მოდუნდა და ზედ დიდი წონა დამეცა. გული სწრაფად მიცემდა. გახშირებული ვსუნთქავდი. არ ვიცოდი რა ხდებოდა. უფრო სწორად, ვერ ვენდობოდი იმ აზრს, რომ ბრიტანელი დამეხმარა. თუმცა ყვირილის ხმა მომესმა, რომელიც ძალიან გავდა იმ ნაბიჭვრის ხმას, ბავშვების სიცოცხლით რომ იმუქრებოდა. რისი დასკვნაც შემეძლო ის იყო, რომ ბრიტანელს მისთვის და იმ ტიპისთვის ესროლა, რომელიც ჩემ გაკავებას ცდილობდა.

- მოკალით! ეს ძაღლი მოკალით! - ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა ესპანურად. ბრიტანელის ხმაც მომესმა, თუმცა რას ამბობდა ვერ გამოვერკვიე, რადგან სხვის ყვირილზე ვიყავი კონცენტრირებული. აღარ დავაყოვნე. ზედ დაცემული სხეული მოვიშორე და დანას ჩავავლე ხელი, რომელიც იქვე ეგდო. მთელი სხეული სიბრაზისგან მიცახცახებდა. გაუაზრებლად გავუტარე დანა მკედის არეში. მის ყავისფერ გაფართოებულ თვალებს ვუყურებდი, სანამ არ შევნიშნე, რომ ჩემკენ ორი მამაკაცი მოდიოდა. დანა მთელი ძალით დავატრიალე სადამდეც შემეძლო, რაზეც ყვირილის ხმა ამოუშვა. იმსახურებდა. ირონიული სამართლიანობისა და ტრიუმფის გრძნობით წამოვდექი და დანაც თან გავიყოლე. რამდენჯერმე კიდევ გაისროლა იარაღმა, რის გამოც რეფლექსურად მოვიკეცე. შევნიშნე, რომ ჩემკენ მომავალი ორი კაცი მანქანებს აყუდებოდნენ, რათა თავი დაემალათ. როდესაც მათზე იარაღები შევნიშნე, ჩემთვის დავიგინე და წინ სირბილით გავეშურე. აუცილებლად თვალებიდან სისხს ვადენინებდი. აუცილებლად ენას ამოვაჭრიდი და ძაღლებს მივუგდებდი. აუცილებლად კვერცხებს დავუმტვრევდი და საკუთარ სასქესო ორგანოს ვაჭმევდი.

დანა ისე ძლიერად მეჭირა, რომ მეგონა სხეულის ნაწილი გამხდარიყო. ის ღამე გამახსენდა, როდესაც ფეხშიშველა, თხელ საღამურსა და დანით ხელში ტყეში აკანკალებული მივაბიჯებდი. მაგრამ მაშინ იმის მეშინოდა, რომ თავს დამესხმეოდნენ და დამიჭერდნენ. ცხოველები ან მისი კაცები. თუმცა მათ შორის განსხვავებას ვერ ვხედავდი. განსხვავება ის იყო, რომ როლები შეგვეცვალა. ახლა მე ვნადირობდი მათზე. არ დავუშვებდი უდანაშაულო ბავშვების ბინძურ საქმეში გარევას. ტომს არ ვაღირსებდი გამარჯვებას. აქ მყოფი ყოველი მათგანის სისხლით გავისვრიდი მთელ სხეულს, მხოლოდ იმისთვის, რომ ეგ ორი პატარა გოგონა აქაურობას მომეშორებინა.

CROSSOVER (editing)Where stories live. Discover now