- 5 -

1.2K 95 6
                                    

STRAY DOG CAN NEVER BE TAMED

-

-

-


მაღვიძარის ხმაზე თვალები ზანტად გავახილე. დაძინება ვერ შევძელი, ამიტომ ველოდებოდი როდის დაიწყებდა ეს საშინელი ხმა რეკვას. უხეშად გამოვრთე და თავი მეორე მხარეს გავატრიალე. უაზროდ ვიწექი. ტვინი ჯერ ვერ მიმუშავებდა, მაგრამ ჰარპერის სახე მაინც ამობეჭდილი მქონდა გონებაში. ეს საკმარისი მიზეზი იყო წამოსადგომად. კარადა გამოვაღე და აქ დატოვებულ ტანსაცმელს ავავლე თვალი. სტილი ნამდვილად შემცვლოდა. ის ამოვარჩიე, რაშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი და ოთახი დავტოვე. თავის აბაზანაში მოწესრიგების მიუხედავად მაინც ვერ გამოვფხილდი. ერთადერთი მოტივატორი სახლის პირველ სართულზე ჩასასვლელად საჭმლის სუნი იყო, რომელიც სამზარეულოდან ამოდიოდა.

- დილა მშვიდობისა. - წყნარად ვთქვი და მაცივარი გამოვაღე. დავაიგნორე უხერხულობის საშინელი შეგრძნება, რაც გულს თავისას უშვებოდა. რძის ბოთლი გამოვიტანე და მაგიდასთან დაჯდომამდე ხელი ჭიქას დავავლე.

- არ მეგონა ასე ადრე თუ გაიღვიძებდი. - არაფერი ვუპასუხე. საუბარი განაგრძნო, - მეგონა გუშინდელი გრძელი მგზავრობის შემდეგ დღეს დაისვენებდი. - ზურგით იდგა, მაგრამ წამიერად ჩემკენ გამოიხედა. თითქოს სახეზე უნდოდა დაკვირვება. ამოწმებდა როგორ ფორმაში ვიყავი, - თანაც გუშინ გვიან დაბრუნდი სახლში... სად იყავი? - მისი ინტერესი აშკარა იყო და ამჯერად მოტყუებას არ ვაპირებდი.

- მე და ის აგენტი ჰარპერის საქმეზე, რომ მუშაობს, გუშინ რაღაცის გასარკვევად ვიყავით წასულები. - იზაბელის მზერა ჩემსაზე წამზე უფრო დიდხანს გაგრძელდა, თუმცა არ ვიმჩნევდი. რძის ბოთლი გავხსენი და ჭიქაში ჩავასხი.

- ანუ?..

- ანუ ის, რომ ამიერიდან მათი დამხმარე ვარ. - ამჯერად ჩემკენ შოკირებული შემობრუნდა ტაფით ხელში, რომლიდანაც გავარვარებული ზეთი იშხეფებოდა. თავი არ შემიწუხებია იმის თქმით, რომ შეეცადა სისუფთავე დაეცვა და რძის სმა დავიწყე.

CROSSOVER (editing)Où les histoires vivent. Découvrez maintenant