- 27 -

776 67 104
                                        

WAIT, WHO'S THE LATE AND NAIVE AGAIN?

-

-

-


წამიერად ამიტაცა აღტაცებამ. იმიტომ, რომ რაც აქ ხდებოდა რეივენის ის ვერსია იყო, რომელიც მორეოს დახსნამდე არსებობდა და არა ის, რომელიც საავადმყოფოში დიდხანს ყოფნამ დაასუსტა. ჰაერი ძლიერად ჩავისუნთქე, რათა თავი მომეთოკა.

დაფას ისევ ავავდე თვალი. ერთ ნაწერს მოვკარი თვალი. ლონდონი, ინგ. წარბი ამეწია. ლონდონს აშკრად ვარჩევდი. ეს ლოკაცია კი გამოძიებასთან არაფერ შუაში იყო. ჩამეცინა და ქაღალდის ნაგლეჯი ჩამოვხსენი. თუ ის ექთანი ნამდვილად რეივენს გამოძიებაში ეხმარებოდა, ვინ იყო და რამდენი რაღაცის გაგებას ცდილობდა კუპერი? გამეღიმა და ქვედა ტუჩს ვუკბინე. ინტუიციას ნამდვილად არ უღალატია. ჩემთან პანიკური შეტევის შემდეგ, ის შეშინებული თვალები როცა მომაპყრო, ვიცოდი, რაღაცას მოიმოქმედებდა. ვიცოდი რაღაცას ფუსფუსებდა იმ საღამოს მერე. ჯერ იზაბელის რესტორანში იყო ხშირად, შემდეგ აქ მოვიდა. რაღაცას მიხვდა. პარატა თხუნელასავით რაღაც დაყნოსა. თანაც ძალიან სწორადაც. 

- გინდა გენდო? - მისი კითხვა გამახსენდა. იმ დღეს, როცა ტომს ვკითხავდით რაღაც იყო მასში აღელვების გარდა. -  მაშინ მომეცი საშუალება ტომი დავკითხო, - რა თქმა უნდა. მაშინ უკვე რაღაც ისეთი ჰქონდა ნაპოვნი, რამად საბოლოოდ მიახვედრა არ ვიყავი სანდო. იმდენად სასოწარკვეთილი იყო ჰარპერის საპოვნელად და ისე ებღაუჭებოდა იმ ნაბიჭვრის დაკითხვას, თვალების დახუჭვას აპირებდა ყოველ ჩემ ტყუილზე. უკვე ყველაფრის ახსნა შეიძლებოდა. შეიძლება მეც ბლანკოს გამოგზავნილი ვეგონე. შეიძლება ეგონა, რომ იმ ქაოტურ საღამოს მოვკლავდი. 

ნეტავ რამდენი რაღაცის გაგება შეძლო, სანამ შეიშლებოდა? მაშინ, როცა კივილით იღვიძებდა, ყველას მიმართ აგრესიული იყო, არამარტო ჩემდამი და ოდნავ დაწყნარების შემდეგ, საერთოდ არავის მიმართ გამოთქვამდა უკმაყოფილებას. ეს იმის ეჭვს მიტოვებდა, რომ მთლად ყველაფერი ვერ გაეგო ჩემზე. როგორი დასანანია. იქნებ ამას მაინც მიეცა მისთვსი ბიძგი საყელოში მწვდომოდა და კათეტერით, რომლითაც საკუთარ თავს ვნებდა, პირდაპირ ჩემთვსი მოეყენებინა ზიანი. ამით ის მაინც მეცოდინებოდა, რომ ტვინი ჯანმრთელად ჰქონდა. 

CROSSOVER (editing)Where stories live. Discover now