- 3 -

1.3K 90 6
                                    

LET'S MAKE A DEAL, SHALL WE?

-

-

-

მას შემდეგ რაც იმ სანაგვიდან პირდაპირი მნიშვნელობით გამომათრიეს, აქ, განყოლილებაში მომიყვანეს. ხელებგადაჯვარედინებული ვიჯექი დაკითხვის ოთახში და ფეხებს ვაბაკუნებდი. თითების სახსრები მეწვოდა, მაგრამ ვცდილობდი ტკივილი დამეიგნორებინა. გაღიზიანებულმა საათს გავხედე. უკვე 45 წუთი იყო გასული მას შემდეგ, რაც იმ ბრიტანელმა ნაგავმა აქ მომიყვანა. მოთმენა აღარ შემეძლო. თავი უკან გადავხარე და ფილტვები ჰაერისგან დავცალე. აღარ მინდოდა ამ ოთხ კედელში ჯდომა. საშინელი აზრები მაწუხებდა ჰარპერზე და ჭკუიდან მშლიდა უსაქმურობა.

უეცრად კარები გაიღო და გავსწორდი. გრძელთმიანი შემოვიდა ფოლდერით ხელში, რომელიც გადაშლილი ჰქონდა და რაღაცას კითხულობდა. თმები უკან შეეკრა და წინ ოდნავ ჩამოშლოდა. მისი სიმპათიური სახე მაინც გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის. საბოლოოდ ყურადღება მე მომაპყრო. წამიერად, ყალბად გამიღიმა, შემდეგ კი ჩემ წინ დაჯდა და თავი ისევ ფურცლების გროვაში ჩარგო.

- იმედია ცოტათი მაინც დაწყნარდი. - თქვა და მინდოდა მისთვის სახეში ჩამერტყა. სიბრაზე გადავყლაპე და წყნარად ვუპასუხე:

- დაწყნარება სუსტი სიტყვაა. - ფოლდერიდან ამომხედა და წამიერი მოჩერების შემდეგ თავისთვის ჩაიღიმა.

- კარგია. ნამდვილად მჭირდება შენი მშვიდი გონება. - თვალები ავატრიალე და ჩემგან მარჯვნის გავიხედე, სადაც სარკეში საკუთარ გამოსახულებას მივაჩერდი, - მის კუპერ...

- რეივენ. - შევუსწორე და ისევ მას მივაჩერდი.

- რეივენ. - მკაფიოდ გამოთქვა. იდაყვი მაგიდაზე ედო და თავი ხელზე ჩამოესვენებინა. დაფიქრებული მიჩერებოდა ფურცლებს. მაღიზიანებდა მისი სინელე, - იძულებული ვარ დაგაპატიმრო. - უეცრად თქვა.

CROSSOVER (editing)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora