- 7 -

1.1K 72 39
                                    

PROPOSAL IN EXCHANGE OF PROPOSAL

-

-

-

- იმისთვის, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ.

- ერთმანეთს დავეხმაროთ? - კითხვა ხმამაღლა გავაჟღერე. ვერ ვხვდებოდი რას მეუბნებოდა. საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. უბრალოდ აღელვებულ რეცეპტორებს ვგრძნობდი. ჩემი პატარა ხმა, რომელიც გაქცევაზე საკმაოდ კარგ მომენტებში მომიწოდებდა, ახლა გაჩუმებულიყო. თავდაპირველად ვშფოთავდი, მეგონა საფთხეში ვიყავი, მაგრამ ახლა მეც და ჩემი პატარა ხმაც დაინტრიგებულები ვიყავით. არ ვიცოდი რამდენად მსურდა ამ ინტრიგაში გახვევა, მაგრამ უნდა მცოდნოდა. უნდა მცოდნოდა რა დახმარება სჭირდებოდა ბრიტანელს, განსაკუთრებით ჩემგან. იმ ბრიტანელს, რომელიც საერთოდ არ ყოფილა ისეთი, როგორიც მე მეგონა. უნდა გამეგო რა უნდოდა და რაც მთავარია, უნდა გამეგო ვინ ჯანდაბა იყო.

- დიახ. - აუღელვებლად თქვა. საკმაოდ მარტივად საუბრობდა ასეთი ჩახლართული სიტუაციისთვის, - შენ ჩემი დახმარება გჭირდება, მე კი შენი.

- რა დახმარება უნდა გჭირდებოდეს ჩემგან? - კითხვა ცინიკური გამოვიდა. არ შემეძლო არ გამეხსნებინა ყველა ის ფრაზა, რაც ჩემს იმპულსურობას მრავალფეროვნად აღნიშნავდა. რამდენიმე წუთის წინ თვითონ მითხრა, რომ გასაკონტროლებად ვიყავი აყვანილი ასისტენტად. ძალიან მინდოდა გამეცინა, შემდეგ კი მისი სახე დამესისხლიანებინა. საჭმელს თვალი მოარიდა და ამომხედა. ჩემთვის ეს გამოხედვა ახალი იყო. დღეს ჩემთვის მისგან ყველაფერი ახალი იყო.

- გამოძიებაში დახმარება მჭირდება. - უემოციოდ მივაშტერდი. ისიც არ ვიცოდი მისი ნათქვამი სწორად მესმოდა თუ არა.

- შენი პარტნიორი ქერა არ არის? ბოლოს რომ შევამოწმე, პარტნიორები დახმარებისთვის ჰყავდათ. - ისევ ფრის დაავლო ხელი.

CROSSOVER (editing)Where stories live. Discover now