- 16 -

822 77 28
                                    

I WILL HELP THEM. NOT YOU.

-

-

-


პაბლოს მხოლოდ გზაში ვუპასუხე იმის გასაგებად, მან მაინც თუ შეძლო მორეოსთან დაკავშირება. თუმცა ამაოდ. ვერც მე და ვერც ის ვერ უკავშირდებოდა. ზარი გადიოდა, თუმცა არ პასუხობდა. ტელეფონი ლამის მანქანის ფანჯრიდან მოვისროლე. ბრიტანელს გაღიზიანებულმა გავხედე. 

- უფრო სწრაფად ვერ წახვალ?! - მასთან ჩხუბი უსამართლო იყო. წინ მდგომ უამრავ მანქანას ვერ გადაახტებოდა. ჩემთვის უცნობი გზით მიდიოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ გზის მოჭრას ცდილობდა. პასუხი არ გაუცია. ჩემკენ არც მოუხედავს. ფანჯარაში გავიხედე. იქნებ ასე მაინც ჩამეხშო მღელვარება და სიბრაზე. ჯერ კიდევ მესმოდა იმ პატარა ბავშვების ტირილი და თხოვნა, რომ გაჩერებულიყვნენ. თავბრუ დამეხვა და გულის რევის შეგრძნება დამეუფლება. მორეოს პატარა დები ჰყავდა. იქნებ ტომმა დასჯაში ის იგულისხმა, რომ მორეოსგან პატარა ბავშვების მოტაცებას აპირებდა? რომ მათ თავის პორნოგრაფიული ვიდეობისთვისა და ფოტოებისთვის გამოიყენებდა? იქნებ ამით უნდოდა შური ეძია მასზე, ვინც ჩემთან თანაშრომლობა გადაწყვიტა და მისი ვინაობა გაამჟღავნა? დანაშაულის გრძნობა ნელ-ნელა იზრდებოდა ჩემში. შემდეგ ტომის ის სიტყები გამახსენდა. ვერასდროს მივხვდები, თუ რატომ თავის დროზე არ მოგიღო ბოლო. არა. გული დამიმძიმდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სუნთქვა აღარ შემეძლო. თავი ფანჯარას გავუშვირე იმის იმედად, რომ სახეზე მოხვედრილი ჰაერი უკეთესად გამხდიდა. მხოლოდ ერთი შემეძლო. თავი ამერიდებინა. მანამ, სანამ თავად არ ვათქმევინებდი რა, უფრო სწორად, ვინ იგულისხმა ტომმა. 

მალევე გადავწყვიტე უაზრო აზრებისთვის თავი დამენებებინა. ჩემი სინდისის ქენჯნით მორეოს ვერ დავეხმარებოდი. თან მხოლოდ დანა მქონდა. იარაღი მანქანაში დამეტოვებინა. ბრიტანელს თან ერთი ჰქონდა, თუმცა რაღაც მეუბნებოდა, რომ ეს სიმართლე არ იყო. დიდი ალბათობით, შეიძლებოდა სადმე აქვე ჩაემალა იარაღი. შეიძლებოდა ახლა ზედაც კი ვეჯექი. ისევ გავხედე. ამჯერად ჩემ მზერას შეხვდა, თუმცა შემდეგ თვალი ისევ გზას გაუსწორა.

CROSSOVER (editing)Where stories live. Discover now