PART II
- - - DEPRESSION - - -
-
-
-
BRADLEY'S POV
THE CRUEL INTENTIONS
-
-
-
როდესაც დიდი კარები დაიხურა და ვეღარ ვხედავდი როგორ მიჰყავდათ რეივენი ექთნებს საოპერაციო ოთახისაკენ, სმენა დამიბრუნდა. საკუთარი სუნთქვა აღარ ჩამესმოდა ისე, თითქოს წყლის ქვეშ ვყოფილიყავი. მიმოვიხედე, რათა გონს მოვსულიყავი და გამერკვია რა ხდებოდა გარშემო. სახეზე ხელი მოვისვი, შემდეგ კეფაზე ჩავიცურე და დაჭიმულ კუნთს მოვუჭირე. ტკივილის განცდამ ოდნავ გამომაფხიზლა. იქვე კედელს ავეკარი და ჩავიმუხლე. იმისდა მიუხედავად, რომ ოდნავ გამოვფხიზლებულიყავი, მაინც ჩამესმოდა ქვითინის ხმა. ჩემდაუნებურად სუნთქვა გამიხშირდა.
- მირანდა, - მახსოვს როგორ ამოთქვა რეივენმა და წაიწია მისკენ. იარაღი მასხარის თავიდან არ მომეშორებინა. მიზანი ერთი მქონდა - დამეცვა რეივენი, იქნებოდა ის შეიარაღებული თუ შეუიარაღებელი. იმ მომენტში ყველაფერი უნდა დასრულებულიყო. რეივენი მირანდას მიხედავდა, დანიელას დახსნა კი არ გამიჭირდებოდა. მახსოვს როგორი შვება ვიგრძენი, როდესაც დარწმუნებული ვიყავი ღამე გადავლახეთ. ისე ვიდექი, თითქოს დაზიანება საერთოდ არ მიმეღო.
მაგრამ მზერა ვიგრძენი. თავი დავხარე და საზიზღარი ღიმილი დავინახე, რომელმაც ბზარი გაუჩინა ჩემ თავდაჯერებულობას. მივხვდი რაღაც რიგზე არ იყო.
- ვერ გადარჩება, - ჩაიკისკისა და თვალები ჩემ უკან რაღაცაზე გააჩერა. მეგონა ბლეფობდა და უნდოდა მოვეტყუებინე. იცოდა, რომ გავიხედებოდი და სწორედ ამ მომენტს იხელთებდა ხელიდან დასასხლტომად. არ ვაპირებდი იაფფასიანი ხრიკებისთვის ყური დამეგდო, მაგრამ აგრძელებდა ჩუმად კისკისკს, თითქოს რაღაც საიდუმლოს აზიარებდა თავისთვის. ტანჟში ჟრუანტელმა დამიარა იმაზე ფიქრმა, რომ შეიძლებოდა რეივენს საფრთხე მართლაც ემუქრებოდა. რაც უფრო დრო გადიოდა, კისკისის ხმა უფრო და უფრო მიპყრობდა შფოთვით. თვალები ზევით ააპყრო და მომაჩერდა. მალევე მივხვდი, რომ ეს მზერა ჩემთვის არ ჰქონდა მოპყრობილი. ავიხედე. არ ვიცოდი რა უნდა მომეძებნა და რა დეტალი გამომრჩენოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ ინტუიციამ მიმახვედრა. სახურავი. გამოშვერილი იარაღი, რომელიც მარტივი შესამჩნევი არ იყო და ვერც მე შევამჩნიე. სნაიპერი. წამიც არ დამჭრივებია გადაწყვეტილების მისაღებად, იმისდა მიუხედავად, რომ ჩემი აზრები შესაძლებელი იყო უბრალო ვარაუდი ყოფილიყო. რეივენისკენ გავტრიალდი და მისი სახელი ამოვიყვირე. ვიცოდი, რომ სწრაფი რეაგირება შეუძლებელი იყო, ამიტომაც ჩემმა სხეულმა უნებურად დაიწყო მისკენ მოძრაობა, რითად დანიელას სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებდი და თან იმ უცნობ ნაძირალას გაქცევის საშუალებას ვაძლევდი. გონებაში კისკისით ამომხდარი სიტყვები მიტრიალებდა.
KAMU SEDANG MEMBACA
CROSSOVER (editing)
Aksi= GEORGIAN HARRY STYLES FANFIC = ცხოვრებას ადამიანების ერთმანეთთან შეყრის უცნაური გზები აქვს და ხანდახან იძულებულს ხდის გზაჯვარედინზე შეაჩეროს... [მკაცრად +18. შეიცავს ისეთ მძიმე სცენებს, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, gore სცენები, ბ...
