- 22 -

787 69 94
                                        

TELL ME EVERYTHING IS OKAY

-

-

-


სახე ისევ რეივენისკენ გავატრიალე. გამოფიტულს ჰგავდა. უსიცოცხლოს. ბევრი რამე მინახავს. ბევრი რამე მომისმენია; მაგრამ არასდროს არაფერს გამოუწვევია ჩემი გულის ცემა ისე, როგორც ახლა. დავყურებდი, თითქოს ველოდებოდი როდის შემომხედავდა, ნაძირალას მიწოდებდა და წამოდგებოდა. თითქოს ყველაფერი ჩემი ჭკუის სასწავლებლად იყო. თუმცა ექთნების პალატაში გაუგებარი დიალოგი და იზაბელის ტირილი სხვა რამეზე მეტყველებდა.

- ჩვენ მივხედავთ, - ხმა მომესმა. ნაცნობ სათვალეებს შევეგებე. აურორა შეკრული წარბების მიუხედავად ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს მითანაგრძნობდა და თან მთხოვდა რეივენს მოვშორებოდი, რათა თავისი საქმე გაეკეთებინა. მზერა კარებისკენ გადავიტანე. მაშინვე ის ექთანი, რომელზეც რამდენიმე წამის წინ რეალიზება მქონდა, რომ შეიძლებოდა ის არ იყო, ვისი როლის თამაშსაც ცდილობდა, ოთახიდან გამავალ რამდენიმე ექთანს გაჰყვა. ჩემს ერთ ნაწილს სურდა გაჰყოლოდა, მაგრამ მეორეს არ შეეძლო პალატის დატოვება მაშინ, როდესაც რეივენი რამდენიმე საათში ისევ გაიღვიძებდა. მაშინ, როდესაც იზაბელის ქვითინი ტირილში გადაიზარდა.

სრუტუნითა და ფეხმოგდებით წამოიწია საწოლისკენ. ეს ის მომენტი იყო, როდესაც უნდა გავწეულიყავი. რეივენს ხელები ნელა გავუშვი. ამჯერად მის სახეს არ ვუყურებდი. თვალი კათეტერზე მედო. აურორამ მაშინვე ბინტის ნაჭრით გამოსცალა ხელიდან და ნაგვის ყუთში მოისროლა. მეორე ექთანი კი ყელის არეში ჭრილობას უმოწმებდა. რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. თითქმის კედელს ავეკარი. იზაბელი ისე ტიროდა, თითქოს დისშვილი გარდაცვლოდა. ხელები მუშტად შევკარი. გამოეცალე. ცოცხალია. მაგრამ არ მქონდა ამ სიტყვების თქმის უფლება. უნდა მიმეცა საშუალება დაცილილიყო იმ გრძნობისგან, რომელის სჭამდა.

CROSSOVER (editing)Donde viven las historias. Descúbrelo ahora