გაკვეთილი ისე დასრულდა თავი არ ამიწევია,არც გარეთ გასვლის სურვილი მქონდა, მაგრამ გოგონები დამადგნენ თავზე და დერეფნებში დამაბოდიალებდნენ
კარლა-სან,დღეს არ არის სკოლაში
სანი-ვიცი.შუგა და ჯინი დავინახეთ და მათთან მივედით.
შუგა-კაფეტერიაში ვაპირებთ წასვლას და თქვენც წამოდით
კარლა-კარგი.ჯინმა ხელი გადამხვია და ლოყები დამიწელა.
ჯინი-ცოტა გაიღიმე რა..
მეც მისი ხათრით ღიმილი შემეპარა და წავედით.
ჯიმინი-მოხვედით?
სანი-რას შვებით?
თაე-ჩვენ კი არა,შენ როგორ ხარ?
სანი-კარგად ვარ.
ჯიმინი-ჯონგუკი არ გამოჩენილა, ხომ არ იცით სად არის?
თაე-არა.
სანი-მე ბიბლიოთეკაში გავალ,რაღაც უნდა ვნახო.
კარლა-კარგი, როგორც გინდა.მეც წამოვედი მასწავლებელს ჯი ჰიონი მიხედავს. ბიბლიოთეკისკენ ავიღე გეზი, ჩემი საყვარელი სექციისკენ მივიჩქარი სადაც ჰორორ ჟანრის წიგნებია. ეს ბიბლიოთეკა ჩემი სულიერი მეგობარი გახდა მას შემდეგ,რაც აქ სიარული დავიწყე, იქვე იატაკზე დავჯექი, ჩემს გარშემო არავინ იყო ამიტომ ყურსასმენები გავიკეთე და კითხვა დავიწყე.ვერავის ვამჩნევდი და სულ სხვა სამყაროში ვიყავი,მანამ, სანამ ნაცნობმა ობიექტმა ამ მშვენიერ წამებს არ მომწყვიტა. რა თქმა უნდა, ეს ჯეონ ჯონგუკი გახლდათ.
სანი-რა გინდა?
გუკი-აქ მარტო რატომ ხარ?
სანი-კითხვას აღარ გაგიმეორებ.
გუკი-რატო მეუხეშები?
სანი-უბრალოდ,მარტო ყოფნა მინდა.
გუკი-ჰეი,რა გჭირს?ისევ ყურსასმენები გავიკეთე და ჩემი სიტყვებით გაკვირვებულს ყურადღება არ მივაქციე.
ჩაფიქრებული მაკვირდებოდა სანამ ხელი არ დამავლო და ბიბლიოთეკის ბნელ ნაწილში არ წამიყვანა.სანი-მოიცა..საით?
გუკი-ჩუმად, არავინ დაგვინახოს.ხმა გავკმინდე და გუკს გავყევი, ცოტა ხნის სიარულის შემდეგ, ცოტათი ბნელ ადგილას ამოვყავით თავი, რომლის შესახებაც არაფერი არ ვიცოდი.
სანი-ეს რა ადგილია?
გუკი-ისეთი არაფერი, უბრალოდ ადრე ამასაც იყენებდნენ, ახლა კი არავის სჭირდება.
სანი-და ასე დანანებით რატომ თქვი,ან აქ რა გვინდა?
გუკი-უბრალოდ..
სანი-უბრალოდ,რა?
გუკი-ცოტა ნაწყენი ვარ.
სანი-ვისზე?მხრები აიჩეჩა და კედელთან მომიმწყვდია, ერთი ხელით სხეულზე ამიწება, რის შედეგადაც, რაც ხელში მეჭირა ყველაფერი ძირს დამიცვივდა.
გუკი-ასე ვმოქმედებ შენზე?
სანი-სულაც არა, ასე უცებ რა გეტაკა?
გუკი-ასე უცებ?!
სანი-რა გინდა, ჯონგუკ?
გუკი-აბა კითხვას არ გავიმეორებო?!ესღა თქვა და ჩემს ტუჩებს დააცხრა, თითქოსდა არაფერი, მაგრამ დამიჯერეთ,ეს საოცარი წამები არა და არ ამოვა ჩემი გონებიდან. რადგან ვგრძნობ, რაღაცას ვგრძნობ და ეს ნამდვილად არაფრით განსხვავდება სიყვარულისგან.
ზარის დარეკვისას ჯონგუკი ხელით გავწიე.სანკ-მოულოდნელობის ეფექტი ასე ძალიან მოგწონს?
გუკი-ამიერიდან შენს კოცნას რომ გადავწყვეტ შეგითანხმდები ხოლმე.თვალი ჩამიკრა, მე კი ხელი მივარტყი და ჩავიცინე.
სანი-იდიოტო.
გუკი-მოიცადე.ხელი გადამხვია და მის ამ საქციელზე გული საშინლად ამიჩქარდა.
გამოსვლისას დავინახე, როგორ მოაბიჯებდნენ შუგა და ნამჯუნი, გუკს სწრაფად მოვაშორებინე ხელი და მხარი გავკარი, მან კი უფრო ახლოს მიმწია და ხელი მხარზე დააბრუნა.
ჯუნი-სად იყავით?
გუკი-შეყვარებულ წყვილს,ასე უნდა შეეგებოთ?
ჯუნი-გილოცავთ.შემრცხვა და თავი დავხარე,ბიჭებს მადლობა გადავუხადე და ჩემი კლასისკენ წავედით.
ჯჯჰ-არ დაგავიწყდეს,რომ შენი ფიქრები მესმის.
სანი-ვიცი,ჯი ჰიონ.
ჯჯჰ-მაშინ,მოიშორე თავიდან ეგ იდიოტობები.