ვინ არის მეგობარი?

811 58 2
                                    

მამაჩემის კაბინეტში ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი,უბრალოდ ვფიქრობდი, ამასობაში სანიმ დააკაკუნა და ოთახში შემოვიდა.

სანი-ჯიმინ,შენთვის წერილია.ფოსტალიონმა დატოვა.

ჯიმინი-მადლობა,შენ როგორ ხარ?

სანი-მაგას ნუ მეკითხები,ძალიან გთხოვ.ოთახში ვიქნები, თუ დაგჭირდეს.მიყვარხარ.
ჯიმინი-კარგი,გამოგივლი,მეც მიყვარხარ.

თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა.
წერილი გავხსენი და კითხვა დავიწყე,ცრემლები მომაწვა, როდესაც პირველი წინადადება წავიკითხე.

"ჩემო ძვირფასო ბიჭო,შენ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო თავგადასავალი ხარ,რომელიც დედაშენთან ერთად გადამხდენია.
ძალიან მიყვარხარ,ყოველთვის გახსოვდეს ეს..
თუ ამ წერილს კითხულობ ვერასოდეს გნახავ.
ეს არც კი მაწუხებს,რადგან ვიცი.. ვიცი,რომ შენ უჩემოდაც კარგად გაართმევ ყველაფერს თავს.
არ მინდა,ის გოგო ცოლად მოიყვანო,ცხოვრება არ დაინგრიო,ამიტომ შენ დასაც მინდა შანსი მივცე, ძალდატანებით  ვათხოვებ..გთხოვ, გაუფრთხილდი მას,ძალიან მიყვარს და ვიცი,რომ შენც..
ბატონ ჩანთან ვიყავი და მკაცრად ვუთხარი,რომ არცერთი ჩემი შვილი არ გახდებოდა მისი ოჯახის წევრი.
ავერ ვხვდები, რას მოიმოქმედებს.
იქნებ,ჩემი ბრალიცაა ასე, რომ ხდება ყველაფერი,ჩემი სიკვდილი მისი ბრალი იქნება ეს იცოდე...არ მინდა, რომელიმეს ზიანი მოგაყენოთ იმ არაკაცმა.
სიყვარულით მამა."

ჯიმინი-ესე იგი,იმის ბრალია დღეს მამა რომ გვერდით არ მყავს?

სისხლი გამეყინა.
რას ვგრძნობ?!-სიცარიელეს,
შურისძიების სურვილს და სისასტიკეს.

მაგიდას მთელი ძალით დავუშინე მარჯვენა მუჭი.
ჩემს სიბრაზეს საზღვარი არ ჰქონდა.
დამშვიდება არ მინდოდა,მაგრამ სანდრას ნახვა მომინდა.

სანი-ჯიმინ, რა დაგემართა?
ჯიმინი-არაფერი..
სანი-აქ მოდო,შეგიხვევ.
ჯიმინი-გოგოები მალე მოვლიენ?
სანი-კი,რამდენიმე წუთში მკრთალად გაიღიმა და შემომხედა,- დავასრულე.ეცადე ფრთხილად იყო,ინფექცია არ შეგეჭრას.

WONDER LOVE❤🤗Wo Geschichten leben. Entdecke jetzt