❤🤯😐

641 48 5
                                    

ამ ღამეს ბავშვები ჩვენთან დარჩნენ,ბევრი საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ ცოტა განტვირთვა გაგვეკეთებინა და ბიჭები სასმელზე გავუშვით, ჩვენ კი მისაღებში,რაღაც კომედიური ჟანრის ვიდეოებს ვუყურებთ.

ზოგი სიცილით იხრჩობა..
ზოგი სასუსნაოებს ჭამს და საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება ტელევიზორში.
შუგას კი ძინავს.

ჰობი-დავიწყეთ?

სანი-ახლავე ჭიქებს მოვიტან..

ჩო-მე კი ჩიფსებს დავამატებ.

გოგონები სამზარეულიში გავედით.

ჩო-სან,რაღაც მინდა გკითხო.

სანი-გისმენ.

ჩო-შენ ხომ ჯიმინს დიდი ხანია იცნობ.

სანი-მერე?

ჩო-მაინტერესებს, რომელია მისი საყვარელი რესტორანი და რაიმე განსაკუთრებულად საყვარელი ადგილი ხომ არ აქვს?

სანი-რატო მეკითხები?

ჩო-მინდა სიურპრიზი მოვუწყო,ჩვენი გაცნობის დღესთან დაკავშირებით

სანი-მმ,გახსოვს როდის გაიცანი?

ჩო-კი, რა თქმა უნდა..მიყვარს ეგეთი სენტიმენტალური რაღაცები, მითუმეტეს, თუ ეს ჯიმინს ეხება.

სანი-ძალიან მიხარია ასე, რომ გიყვარს ჩემი ძმა..მაშ კარგი, მოგწერ მერე..ზუსტად არ მახსოვს რა ჰქვია იმ ადგილს,გუკს ვკითხავ, ეცოდინება.

ჩო-კარგი,მადლობა

მისაღებში დავბრუნდით, ბიჭებმა სმა დაიწყეს,საერთოს არ ვაპირებდი დალევას, მაგრამ ბოლოს მაინც მომიწია.. რამოდენიმე სადღეგრძელოს და განსხვავებულის დალევა,გუკი ისე გაითიშა იძახდა ხვალ ხელი უნდა მოვაწეროთო.
ჯინმა მეჯვერე მე ვარო,
შუგამ ორი ცოლი მინდა,ნია და საწოლიო,
ჰობი უემოციოდ იჯდა,
თეჰიონმა ჭამა გადაწყვიტა,მაგრამ საჭმლის გარდა ყველაფერი ხვდებოდა ხელთ,
ნამჯუნი ბოთლის შეწებებას ცდილობდა,რომელიც გახსნის დროს შემოატყდა,ჯიმინი იჯდა და ღიმილით უყურებდა მათ.

WONDER LOVE❤🤗Donde viven las historias. Descúbrelo ahora