ბალახზე დავწექი და ჩოსკენ გავტრიალდი,ის კი სახეგაბადრული ჰოსოკს უყურებდა,რომელიც ჩვენგან მოშორებით იჯდა.
ჯიმინი-ჩო,ჰობი მოგწონს?-არ ვიცი,რა მჭირს,უბრალოდ მინდა,ვინმეს ვეჩხუბო.
დაიბნა და გამომხედა.ჩო-არა,რა თქმა უნდა.
ჯიმინი-აბა, ეგრე რატომ უყურებ?
წამოვიწიე და თვალებში ჩავხედე.ძალიან საყვარელი და თბილია,მაგრამ იმავეს ვერ ვგრძნობ, რასაც მის მიმართ.რაღაც უნდა მოვუხერხო ამ გრძნობას და დავივიწყო,ბოლო-ბოლო ჩემი დაა.
ჩო-ჯიმინ,არ შეწყვეტ უაზრო ეჭვიანობას?
ჯიმინი-მაკოცე.
ჩო-რაა?ჯიმინი-მაკოცე-მეთქი.
მისკენ მივიწიე და ჩვენი ტუჩები შევაერთე.
მესმოდა ბავშვების შეძახილები და ოვაციები.ვგრძნობდი მწველ მზერას,რომელიც შორიდანაც მჭამდა,მაგრამ დავიკიდე,როგორც მან იცის ხოლმე.
ჩოს მოვშორდი.ძალიან შერცხვა და თავი დახარა.თაე-ჰეი,გვრიტებო,რას ცუღლუტობთ მანდ მარტო?
-ყველაფერი რიგზეა შეგვიძლია წავიდეთ.
ყველანი წამოვდექით და მანქანებისკენ დავიძარით.უკვე საკმაოდ ბნელოდა ისე, რომ ვერავის გაარჩევდი..
ისევ ისე ჩავსხედით,როგორც წინაზე.
სახლში მისვლისთანავე დანაწილდნენ ოთახებში.აივანზე ცხელი ყავით ხელში ვიჯექი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გავყურებდი.
1 კვირის შემდეგ:
სანი-ყველაფრისთვის დიდი მადლობა,ძალიან კარგი იყო,დიახ!
არა,მადლობა რა საჭიროა,პირიქით.ჯიმინი-უკვე მოსაბეზრებელია, რამდენი ხანია ჩოს დედას ესაუბრება, როგორ გამონახეს საერთო ენა?-ვჩურჩულებდით მე და კარლა,რომელიც ჩემს გვერდით კართან იდგა.
კარლა-არ ვიცი,აგარაკზეც როგორ ერთად იყვნენ...
თავი გავაქნიე და სანდრას გავხედე,რომელიც მკვლელი სახით გვიყურებდა.