"პარკ" ჩოს პოვი:
ქორწილმა მშვენივრად ჩაიარა,ვფიქრობ საუკეთესო ადამიანი ავარჩიე ცხოვრების მეგზურად..კი იყო ნაძალადევი ქორწინება, მაგრამ მაინც ძალიან კარგად მექცევა და თან ვფიქრობ, რომ მალე შევუყვარდები.
ჯიმინი-ჩოო,აქ ხარ?
სახლში შემოვიდა და პარკები სამზარეულოში დააწყო.
ჩვენ მარტო ვცხოვრობთ.ჩო-აქ ვარ,ძვირფასო,შემოდი.
მისაღებში შემოვიდა და ჩემს გვერდით მდივანზე მოსკუპდა
ჯიმინი-როგორ ხარ?
ჩო-კარგად.
ჯიმინი-რაღაც მინდა გკითხო.
ჩო-რა ხდება?
ჯიმინი-შენი ჯანმრთელობის ისტორია ვნახე..
ბავშვობაში ხშირად მიჰყავდი დედაშენს ჩალურჯებებით და ტრამვებით საავადმყოფოში,-თავი დავხარე,-გთხოვ,არაფერი დამიმალო,უკვე შენი მეუღლე ვარ, შენი საიდუმლო ჩემიცაა,ამიტომ..ჩო-ბავშვობაში მამაჩემი ძალიან ხშირად სვამდა,რადგან ვიღაცის შურდა,ხშირად მესმოდა, როგორ უყვიროდა დედას, რომ ის ადამიანი იმას აკეთებდა რაც მამას მომავლისთვის ჰქონდა ჩაფიქრებული და მას მეტი ჰქონდა ვიდრე მამას.მე მათი ჩხუბის შემდეგ კარგი დასამშვიდებელი საშუალება ვიყავი..ვუს არ სცემდა იმის გამო, რომ ბიჭი იყო,მე კი თოჯინასავით ჩამიგდებდა ხელში და დედაც კი ვერ ახერხებდა ჩემს გადარჩენას.
როდესაც გავიზარდე აღარ შემეძლო ამდენის ატანა და სხვა ქვეყანაში სწავლა მოვიმიზეზე მისგან თავის დასაღწევად...ამის შემდეგ ჩემი ძმა უფრო შეუყვარდა, რადგან ეგონა, რომ მისი ფინია ძაღლი იყო და ყველა მის ბინძურ საქმეს აჰკიდებდა.ჯიმინი-ბინძურ საქმეს?
ჩო-ეს არ უნდა მეთქვა,მაპატიე მეტს ვერაფერს მოგიყვები..ის მამაჩემია ხომ გესმის რაც არ უნდა მოხდეს ვერაფერს ისეთს ვერ ვიზავ რაც მას ატკენს მააპატიე.