მოგზაურობა😐

712 57 6
                                    

ორი კვირის შემდეგ:

დრო არც ისე სწრაფად გადიოდა.

ჩემი ფიქრები ჯონ ჯი ჰიონს ესმის და დღემდე ვერ გავარკვიეთ ეს რატომ ხდება...ჩემი და ჯიმინის ამბის შემდეგ რამოდენიმე დღე არ მინახავს,არც დაურეკავს.
ამიტომ გადავწყვიტე მისთვის მე მიმეწერა...გაირკა, რომ ყველაფერი იცის,მაგრამ დამპირდა, რომ ამ საიდუმლოს საფლავშიც კი ჩაიტანდა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მე და ჯიმინმა ურთიერთობა დავალაგეთ და ახლა იმაზე იშვიათად ვართ ერთად,ვიდრე თავიდან დავგეგმეთ...
ამ საღამოს ჯიმინის და ჩოს ნიშნობაა..

გული მტკივა,მეგონა ამას ვერ გავუძლებდი,მაგრამ, როგორც ჩანს ყველაფრის გადატანა შეიძლება.ბოლო-ბოლო მშობლები დამეღუპა.
ყველაზე მეტად მაშინ ვგრძნობ თავს მარტო,როდესაც პარკში ან ატრაქციობებზე გავდივარ;
ხალხი ერთმანეთში ირევა,მაგრამ მაინც თვალსაჩინოა ის თუ როგორ ზრუნავენ მშობლები მათ შვილებზე...
არ მინდა პატარა ვიყო,უბრალოდ მინდა დედა დამიჯდეს ხოლმე მისი მზრუნველი თვალებით შემომხედოს და მითხრას- ყველაფერი კარგად იქნებაო.

საღამოს ნიშნობა ბუნებაში უნდა გაიმართოს,რადგან ჩოს უყვარს ლამაზი პეიზაჟები.ვგრძნობ, რომ რაღაც რიგზე ვერაა და ჯიმინი ამას მიმალავს,მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ ვაჭარბებ.
ახლაც ვზივარ სარკესთან და ჩემ თავს ვაკვირდები:
მაკიაჟი,კაბა და ფეხსაცმელი.

უკვე მოსაღამოვდა ყველანი მდელოზე იკრიბებიან,ჩვენ კი ჯერ კიდევ სახლში ვართ,რა თქმა უნდა ჯიმინს ველოდებით,რომელიც პატარძალივით ემზადება,როდის დაამთავრებენ სტილისტები მისი თმის მორჯულებას?! და აი გამოვიდა ჩვენი უფლისწული,როგორც ყოველთვის თვალის მომჭრელია.
გუკი ჩემს გვერდით დგას და ხელი აქვს ჩაკიდული,შავი სმოკინგი აცვია ისევე როგორც დანარჩენ ხუთს...

კარლა და შუგა ერთად არიან,
თეჰიონი და მარი ერთად.

რაც შეგვეხება მე და გუკს.მისგან ჯერ არასოდეს მიგრძვნა ცუდი დამოკიდებულება,უხეშობა.
ჩემზე ზრუნავს და ძალიან ვუყვარვარ,თანაც მეც მიყვარს.
ვფიქრობ ძალიან კარგი წყვილი ვართ...და ამას ყველა ამჩნევს ჯიმინის გარდა.
მალე დანიშნულების ადგილზე მივედით,ყველა ჩვენ გველოდებოდა, ჩოს მანქანა მალევე გამოჩნდა.

WONDER LOVE❤🤗Wo Geschichten leben. Entdecke jetzt