იუნგი დაიკარგა?!

816 67 4
                                    

უგას პოვი:

როგორ ვუთხრა?!
ხომ შეიძლება მას არ ჰქონდეს გრძნობები?
მაგრამ მე ასეთი სუსტი რატომ ვარ,ნუთუ უკვე შემიყვარდა?

თაე-შუგა,გამოიწიე ვერაფერს ვერ ვხედავ.

ავდექი და წამოვედი,ოთახში ვიყავი სადაც მუსიკის ხმა არ აღწევდა,მეძინება.
            
არლას პოვი:

უკვრ ერთი საათი გავიდა, რაც ცეკვები დასრულდა და გარეთ ყველა ერთად ვსეირნობთ,მაგრამ შუგა?

კარლა-შუგა სად არის?
ჯინი-არ ვიცი, კარგა ხანია არ დამინახავს.
თაე-ბოლოც ცეკვებზე ვნახე.
ჯუნი-დაურეკეთ.

ჯიმინმა ტელეფონი ამოიღო.

ჯიმინი-გამორთული აქვს.
ჯინი-წავალ შევამოწმებ.

როდესაც ჯინი დავინახეთ,ყველაფერი სახეზე ეწერა.

კარლა-შუგა დაიკარგა!
ჰობი-როგორ შეიძლება დაიკარგოს.
ის ხომ მინ იუნგია.
ჯინი-ყველგან ვეძებე, არსად არ არის.
ჯიმინი-სანამ პანიკაში ჩავვარდნილვარ, მომიძებნეთ ძმაკაცი.
მარი-ყველა დამშვიდდით, მოვძებნით.
სანი-ერთ საათში ისევ ამ ადგილზე შევხვდეთ.

დავიშალეთ და სხვადასზვა მიმართულებით წავედით.არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან მეშინია.
       
ერთი საათის შენდეგ:

კარლა-არ არის.
თაე-ყველგან შავამოწმე.
ჯინი-ნამჯუნ, არც შენთან?

თავი გააქნია, თუ არა შუგას ოთახისკენ წავედი იმ იმედით,რომ მას სადმე შევხვდებოდი.

სანი-მოიცა საით?
კარლა-ოთახში ისევ ვნახავ,თქვენ აქ იყავით.

 ოთახში შვედი, თუ არა სააბაზანოს კარი მოიკეტა და გამოვიდა, მეც ვერ გავუძელი და ჩავეხუტე ისე,რომ საცაა წონასწორობას დაკარგავდა.

შუგა-რით დავიმსახურე?
კარლა-ასე აღარ მოიქცე, ყველგან გეძებდით,ძალიან შეგვაშინე.
შუგა-და ამიტომ მეხუტები?
კარლა-ხო!
  
რა გავაკეთე?
მე,მას,ჩავეხუტე?
ოო  როგორ მრცხვენია.
ხელები უფრო მომხვია...
თბილია...

შუგა-შენს მიმართ გულგრილი არ ვარ!
 
მის სხეულს სწრაფად მოვშორდი და თვალებში ჩავხედე.

შუგა-გთხოვ, ამის ნუ შეგეშინდება,უბრალოდ შენს გულს მიენდე,-თვალი ჩამიკრა და თავზე ხელი გადამისვა მე კი ყოველგვარი უნარი წამერთვა,-მე ოთახში ვიყავი და რატომ მეძებდით?
კარლა-მმმ,გავაგებინებ ბავშვებს,რომ...
შუგა-რომ რა?
კარლა-რომ კარგად ხარ.
 
ეს რას ნიშნავდა?
სიყვარული ამიხსნა,თუ უბრალოდ მოვწონვარ?

კარლა-მე წავალ და დაისვენე.
შუგა-მაგრამ ჩვენ...

მოიბუსა და თავი დახარა,რა საყვარელია ხოლმე. ოთახი აჩქარებულმა დავტოვე,ძალიან აღელვებული ვარ,დღეს როგორ დავიძინებ არ ვიცი..
ბავშვებისკენ მივდიოდი თან ისეთი სახე მქონდა ალბათ ყველა მიხვდებოდა,რომ შუგა ვიპოვე..მაგრამ ღმერთო რა გავაკეთო...გოგონებს ვუთხრა?!რა თქმა უნდა,ვეტყვი, მაგრამ,იქნებ ჩემთან ერთად ყოფნა უნდა, ან არა.

ჯუნი-სად არის,იპოვე,რა სახე გაქვს?
კარლა-თავის ოთახშია და თავს ძალიან კარგად გრძნობს.
თაე-ესე იგი,ჯინ, წამებით სიკვდილი გირჩევნია თუ სწრაფად?
ჯინი-კარგი რა რა ჩემი ბრალია,თუ ეგ ყველგან დაბოდიალებს.
სანი-მოდით ერთმანეთზე გაბრაზების მაგივრად,სხვა რამე გავაკეთოთ.
ჯიმინი-არ გეწყინოთ,მაგრამ მე უნდა წავიდე,ძალიან დავიღალე და არაფრის თავი მაქვს.
სანი-ჯიმინ,ხომ კარგად ხარ?
ჯიმინი-კი.
სანი-კარგი,მეც მალე მოვალ,დამელოდე, არ დაიძინო.

თავი დაუქნია ჯიმინმა და სასტუმროსკენ აიღო გეზი. დანარჩენებმა კი ნაყინის ჭამა და სეირნობა გადავწყვიტეთ.აქაურობა ძალიან ლამაზი იყო,მაგრამ,რაღაც მაკლდა,რაღაც,რაც ბედნიერებას მანიჭებს...ნუთუ იუნგი?!.

WONDER LOVE❤🤗Onde histórias criam vida. Descubra agora