კარლა-წამოდი,შევიდეთ იქნებ ჩვენთან ლაპარაკი მოინდომოს.მარი-არამგონია კარგი იდეა იყოს.
კარლა-წამოდი ახლა,რომ გეუბნები.
ოთახის კარზე დავაკაკუნეთ,სუსტი და ძალაგამოცლილი ხმით შეგვიპატიჟა,ჩვენც არ დავაყოვნეთ და საწოლთან მდებარე სავარძლებში მოვთავსდით.
მარი-რამე თქვი..
გადმომჩურჩულა და თავის ადგილზე დაბრუნდა.
კარლა-სან,რამე ხომ არ გჭირდება?
სანი-არა.
მარიმ "აი ხომ ხედავ" სახით გამომხედა და წასვლისკენ მომიწოდა.
სანი-თქვენთან საუბარი დამეხმარება,იცით?
მარი-მართლა?
საწოლზე წამოჯდა,ბალიშები გაისწორა და საუბარი დაიწყო.
სანი-მან მითხრა,ვერ გცნობო.ძალიან მეჩხუბა და მაწყენინა.
კარლა-ეგ რამ ათქმევინა?
მარი-რამ და გაბრაზდა,აბა ადვილი კი არაა შეყვარებულს სამშობლოში დაბრუნება უნდოდეს,მერე შენ უყურე შორიდან,როგორ გიქნევს თვითმფრინავიდან ხელს თუ კაია.
ცხვირი აიბზუა მარიმ და სანდრას გვერძე მიუჯდა.
ორი მეგობარი,რომლის სიახლოვეც ისე მჭირდება, როგორც ჰაერი,გვერდით მყავს!რა უნდა მინდოდეს ამაზე მეტი.ისინი ხომ ჩემი მთელი ცხოვრების ბედიერი წამები არიან.
ვზივართ და სანდრას ვეხუტებით,რადგან ახლა ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდება.მარი-მომისმინე,ორივეს ბრალია,განა შენი არ მესმის?
მაგრამ გუკსაც ხომ უნდა გაუგო
ბიჭია,ხომ იცი მაგათ ვერ აქვთ რაღაცები დალაგებული,ამიტ...თაე-მოიცა რაო?რაღაც მომესმა, თუ ვერ არიან დალაგებულებიო?
მარი-არა,მე ვთქვი რაღაცები ვერ აქვთ დალაგებული-თქო.
თაე-რა მნიშვნელობა აქვს,მაინც ერთიდაიგივეა.
მარი-დამაცადე,თეჰიო,საუბარი.