ვინ მოახერხებდა ამ მომენტის ჩაშლას სხვა, თუ არა ჩო.
ჯიმინი-მოვდივართ.
გამიღიმა,ერთი ხელით სახე დამიჭირა მეორე კი წელზე მომხვია
ცხვირზე მაკოცა და ისევ გაიღიმა.
კარი გამოაღო,ხელი გამომიწოდა მეც ჩავჭიდე, ერთად გავედით.ყველაფერი ასეა,ძალიან მოსაბეზრებელი..
ადამიანებს ბედნიერებასთან ერთი ნაბიჯი აშორებთ,მაგრამ ვერ ხედავენ ზღვარს სიყვარულსა და ვნებას შორის.ჯიმინი-ჰეი,რაზე ჩაფიქრდი?!ჭამე თორემ გაცივდა ყველაფერი.
სანი-ჰო.
უკვე ჩაცმული ჩანის მანქანას ველოდებოდი,ისიც მალევე მოვიდა.
ჯიმინი-მალე მოხვალ?
სანი-არ ვიცი,ძალიან მოვიწყინე და მერე შეიძლება სადმე გავიარო.
ჯიმინი-ჰმმ,როდესაც გათავისუფლდები დამირეკე,კარგი?
თავი დავუქნიე ის კი ჩოს მიუბრუნდა და ფილმის ყურება განაგრძეს.
მეც მანქანის კარი ფრთხილად გავაღე და ჩავჯექი.ვუ-პირველ რიგში,ძალიან კარგად გამოიყურები და შემდეგ,როგორ ხარ?
სანი-მადლობაკარგად შენ? უფრო სწორედ, თქვენ.
ჯჯჰ-კარგად.
ვუ-ანუ ახლა რას ვშვებით,ვერთობით?
სანი-იდეაში ეგრეა..
მანქანაც დაიძრა,ჯერ რესტორანი,საღამოის ხანს კი კლუბისკენ წავედით.
დაცვამ ცოტა ხნით შეგვაყოვნა, მაგრამ მაინც შევედით. კლუბის მეპატრონის და ჩან ვუს ძმაკაცის დახმარებით.არ ვიცი,რატომ, მაგრამ ახლა დალევა ყველაფერზე მეტად მჭირდება.
ჩვენს ადგილას დავჯექით, მიმტანმა ძალიან ბევრი სასმელი მოიტანა და ჩვენ სმა დავიწყეთ.
პირველი..მეორე..მესამე..მეშვიდე.
და უკვე მე და ჩანი მთვრალები ერთმანეთ,არ ვიცი,რაზე ვუღიმით.ჯონ ჯი ჰიონის პოვი:
ორივე ბევრს სვამდა და ყურადღებას არც ერთი მაქცევდა,ამიტომ ავდექი და საცეკვაოდ გავედი.კარგა ხნის შემდეგ,როდესაც დავბრუნდი ერთმანეთზე თითქმის ეძინათ.