☺❤

798 55 6
                                    


სამი თვის შემდეგ:

ყველაფერი კარგად მოდიოდა,მაგრამ მათი დაკარგვიდან გამოწვეული ტკივილი სამუდამოდ დამრჩება ღრმა ჭრილობად.

კარლას და შუგას ურთიერთობას ხიბლი მიეცა.
წუხელ ერთად იყვნენ კინოთეატრში.
მარი ფოტოგრაფიის კურსებს გადის,მგონი არც ერთს უნდა წასვლა..
ხვალ ჩან ვუს დაბადების დღეა,საღამოს მასთან სახლში წვეულებაზე ვართ დაპატიჟებულნი.
რადგან მისი დის გაცნობა გადაიდო,დიდი ალბათობით ხვალ შევძლებ ვნახო.
ძალიან მაინტერესებს როგორია.

ოთახში ვზივარ დავჩერებივარ წიგნს,რომელიც ჩემთვის უცნობ ენაზეა დაწერილი,ვცდილობ ის გავიგო,თუ რატომ ესმის ჯი ჰიონს ჩემი ფიქრები თანაც ასე მოშორებით...
არდადეგები დაოწყო,გამოცდები ჩავაბარეთ და ძალიან კმაყოფილი გამოვედი სკოლიდან.ბიჭებს თითქმის ყოველდღე ვნახულობ,გუკი ხანდახან ჩემთან რჩება და სულ ცდილობს გამამხიარულოს.ჯიმინი ბიზნესის სამართავად ემზადება და ყოველდღე უწევს კომპანიაში მისვლა..

სწრაფად მინდა გავარკვიო კავშირი ჩემსა და ჯი ჰიონს შორის,ამიტომ ისევ წიგნს ვუბრუნდები და ინტერესით ვიწყებ სიტყვების თარგმნას...
რთული აღმოჩნდა,მაგრამ რაღაც გავარკვიე,ჯი ჰიონს დავურეკე და ვთხოვე ჩემთან მოსულიყო, გოგონებსაც დავუძახე და ჩემთან ოც წუთში შეიკრიბნენ...

მარი-რისთვის დაგვიძახე?
სანი-მისმინეთ,შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ რაღაც უნდა გითხრათ..და ეს მედა ჯონ ჯი ჰიონს გვეხება.
კარლა-სანამ ცუდზე ფიქრი დავიწყე მანამ თქვი..
ჯჯჰ-მოკლედ,მე სანდრას ყველა ფიქრი მესმის.
მარი-რა?
სანი-ხომ გითხარი არ დაგვიჯერებენ-მეთქი..

თავი გავაქნიე და ჰიონს გავხედე.

ჯჯჰ-დამშვიდდი,რა გაარკვიე?
სანი-როგორც მე ვთარგმნე, ეს მემკვიდრეობით ყოფილა,ხოლო ვისი ფიქრებიც გესმის ძლიერ ემოციურად უნდა იყოს დაკავშირებული შენთან.
ჯჯჰ-ანუ ჩემს წინაპრებსაც ესმოდათ?
მარი-მოიცა,მოიცა..გაგვარკვიეთ,რას ამბობთ?!
სანი-უკვე გითხარით,რაშიცაა საქმე.
კარლა-კარგი,გვჯერა თქვენი ახლა რა,როდიდან დაიწყო ეს?
სანი-ზუსტად არ მახსოვს..როდის იყო?
ჯჯჰ-მგონი თქვენთან სკოლაში როცა გადმოვედი,მაშინ გავიგე რომ ეს ყველაფერი შენ გიკავშირდებოდა, ხოლო რაღაცების გაგება მანამდეც შემეძლო.
მარი-ანუ მისი ფიქრები მას შემდეგ სულ გესმოდა?
ჯჯჰ-კი.
სანი-მაინტერესებს ამის შეჩერება თუ შეიძლება.
კარლა-ყველაფერი გესმის?
ჯჯჰ-ჰოო,როგორც ჩვენ ვსაუბრობთ ისე მესმის მისიც.

უეცრად კარზე დააკაკუნეს და ჯიმინი ოთახში შემოვარდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით..

სანი-რა ხდება?
ჯიმინი-აჰჰ,აქ ხართ?უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყავით.. სან,დღეს არსად წახვიდე საქმე მაქვს და უნდა დაგელაპარაკო.
სანი-კარგი.
ჯონგუკი ხომ არ იცი სად არის?!დღეს არ დაურეკავს.
ჯიმინი-არა,არ მინახავს ალბათ ბიჭებთან ერთად არის.არც ერთი არ მინახავს დღეს.ხო მართლა იუნგიმ მითხრა კარლამ დამირეკოსო.

კარლა-კარგი,დავურეკავ,
ჯიმინი-გავედი,აბა თქვენ იცით.
ჯჯჰ-მეც წავალ,რაღაც საქმეები მაქვს და მერე მოგწერ,ჭკვიანად იყავით,ხვალ ჩან ვუს დაბადების დღეზე ხომ იქნებით?
მარი-აუცილებლად..

"საღამოს"

ჯიმინის პოვი:

ჯიმინი-სან,გძინავს?
სანი-თუ დამაცდი დამეძინება..
ჯიმინი-ხომ გითხარი ლაპარაკი მინდამეთქი..
სანი-ჯიმინ,დამაცადე დაძინება და ხვალ ვილაპარაკოთ,არ შეიძლება?
ჯიმინი-არა.წამოდექი..
სანი-ჯიმინ,დამაძინე,გთხოვ რა.
ჯიმინი-სიხარულო,არ უნდა გეძინებოდეს,რადგან მე აქ ვარ..

წამოვჯექი და თვალები მოვიფშვნიტე

სანი-კარგი,მითხარი რა გინდა და ვილაპარაკოთ.
ჯიმინი-ეგრე,ჩემი ჭკვიანი ხარ შენ,-მკრთალად გავუღიმე,-მოგეხსენება მამაჩვენის ბიზნესს მალე მე წარვუძღვები,და მინდოდა მეკითხა, ხომ არ გინდა ერთად ავიღოთ ეს ვალდებულება და ერთად ვმართოთ მთელი მწარმოებლობა?აბა რას იტყვი?
სანი-მწარმოებლობა,რას გულისხმობ?

ჯიმინის ღიმილი წამში გაქრა და თავი დახარა.

ჯიმინი-ინდუსტრია,ხომ მიხვდი რასაც ვგულისხმობ?

სანი-კარგი,მაგრამ,არა,მე არ ვარ ბიზნესისთვის დაბადებული,მინდა,რომ ეს შენ გააკეთო.

თავი დამიქნია და ჩავეხუტე..

ჯიმინი-არ მინდა,რომ ოდესმე დაგკარგო.

გავიცინე და თავზე ხელი ძალიან ფაქიზად გადავუავი.

სანი-და ეგ რამ გაფიქრებინა?

ცოტახანს ჩუმად იყო შემდეგ სახე ახლოს მომიტანა და თითქმის ჩურჩულით მითხრა:

ჯიმინი-არ ვიცი,ნუ თუ შენც იმავეს არ ფიქრობ?
სანი-როგორ არა,არც მე არ მინდა შენი დაკარგვა.ალბათ, ეს რომ მოხდეს ჩემი სიცოცხლე მაშინ შეწყდება,ამიტომ ამაზე ნუღარ ილაპარაკებ,უბრალოდ დავიძინოთ,ისე როგორც ადრე..
ვიყოთ ნამდვილები.

WONDER LOVE❤🤗Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz