ჩან ვუს დაბადების დღე:
საღამოს სახლიდან ყველა თავის დროზე გავედით.ჯიმინის მანქანით წავედით და დანიშნულების ადგილამდეც თავის დროზე მივაღწიეთ.
ჩანს ძალიან ლამაზაი სახლი აქვს.ვუ-დღევანდელი დღის დედოფლები ხართ.
ჩვენთან მოვიდა და შეგვათვალიერა.
თვალებს ვაცეცებდი იმ იმედით, რომ სადმე,ან გუკს დავინახავდი, ან ჩოს,
მაგრამ ვერც ერთს მოვკარი თვალი,ვუ სახლში შეგვიძღვა.ვუ-კარგად გაერთეთ,ცოტახნით დაგტოვებთ.
სანი-კარგი..
ჩანს საჩუქრები გადავეცით და მივულოცეთ.
ბიჭები არასად ჩანდნენ,ჯიმინიც სადღაც გაქრა.
ცოტახანში ყველანი ერთად ეფექტურად შემოვიდნენ.თითქმის ყველა გოგოს ყურადღება მათკენ იყო მიმართული და ეს ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია.
რამოდენიმე წუთში შემოგვიერთდნენ, ჯიმინმა ჩო მოიყვანა,გუკი ჩემთან ახლოს დადგა,შუგა კი კარლასთან მივიდა.ჯიმინი-გაიცანით,ეს ჩოა ჩემი საცოლე.ვფიქრობ, მალე დავქორწინდებით.
რასაც ვსვამდი გადამცდა.
სანი-უკაცრავად,რა?
ჩო-თქვენ ალბათ სანდრა ხართ?!ჯიმინმა ძალიან ზუსტად აგღწერათ,ძალიან მიკვირს ასეთი კარგი და თბილი ურთიერთობა, რომ გაქვთ.
მხრები ნაზად აიჩეჩა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
სანი-კარგი ერთი.
დავიჩურჩულე.
გუკის გარდა ვერავინ გაიგებდა,რომელმაც ამის შემდეგ თავზე მაკოცა.სანი-კი, ეგრეა.
ჩო-ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა,რაღა დაგიმალოთ და ვნერვიულობდი..
ჯუნი-სანერვიულო არაფერია,ჩო.
უეცრად ჯონ ჯი ჰიონი და ჩან ვუ მოვიდნენ და ჩემს მოპირდაპირედ დადგნენ.
ჯჯჰ-რაზე საუბრობთ?ჩვენც გვითხარით.
ჩო-არაფერი,ოპაა,უბრალოდ იმას ვამბობდით,რომ მე და ჯიმინი უახლოეს მომავალში დაქორწინებას ვაპირებთ.