- ჯანდაბა ჯისოო- სიცილში ძლივს ამოთქვა ნამჯუნმა და თალზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა. - რატომ არ გამაფრთხილე რომ მალე ქორწილი გვაქვს, წარმოდგენა არ მქონდა რომ გიყვარდი ლამაზო.
- მოკეტე ნამჯუნ თუ არ გინდა მაგ ლამაზი სიფათი კიდევ უფრო გაგილამაზო, - ამოიღრინა ჯისუმ. ეს იდეა სპონტანურად მომივიდა თავში.
- ხოო, მაგას მივხვდი, - როგორც იქნა სიცილი შეწყვიტა ჯუნმა და სავარძელში გასწორებულმა ჯისოს სერიოზული მზერა მიაბყრო,- იქ ზოგ-ზოგიერთებმა წესი ამიგეს. შენი სპექტაკლის მიზეზი თეჰიონი იყო ასე არაა?
- ზუსტად მიხვდი სიხარულო, - ნათელმა ღიმილმა გადაურბინა ჯისუს სახეზე, - უბრალოდ მივახვედრე რომ შანსები არ აქვს.
- ჯისო არის რაღაც რაც უნდა იცოდე - ნელა ამოთქვა იუნგიმ რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაშ ცდილობდა ფხიზლად დარჩენილიყო და არ ჩაძინებოდა.
- იუნგი, იქნებ ამის დრო არაა, - მისი შეჩერება სცადა ჯიმინმა რომელიც მათ საუბარს ყურადღებით უსმენდა.
- არა ჯიმინ, იუნგი მართალია - შეაწყვეტინა ჯუნმა, - დროა ჯისუმ სიმართლე გაიგოს, რადგან თეჰიონმა მიცნო და უკვე აზრი არ აქვს ამის დაფარვას, მასაც მოუწევს თავისი რეალური სახის ჩვენება და ჩვენც.
- აღარ მეტყვით ბოლოს და ბოლოს რას გულისხმობთ? - ამოისისინა ჯისუმ რომელიც უკვე მოთმინებას კარგავდა.
- საქმე ისაა, რომ - ფრთხილად დაიწყო იუნგიმ - მე ნამჯუნი და ჯიმინი მაფიის სამყაროს წარმომადგენლები ვართ. ერთ- ერთი დაჯგუფების ლიდერები.
- მხოლოდ ეგაა? - ეშმაკურად ჩაიღიმა ჯისუმ? - ეგ ისედაც ვიცოდი. - შემდეგ ბიჭების გაოცებული მზერა დააიგნორა და განაგრძო. - ძნელი მისახვედრი არაა ჯუნ რომ შეუძლებელია ბიზნესმენს, თუნდაც შენნაირ ცნობილს ამხელა გავლენა, ქონება და ამდენი თავისუფალი დრო ჰქონდეს. მე ეს დიდი ხანია ვიცი მაგრამ ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. მე თქვენ ისეთები მიყვარხართ როგორებიც ხართ ბიჭებო, იმიტომ რომ თქვენ, ჯენი და როსე ხართ ჩემი ოჯახი. ის ხალხი რომელმაც ეს 15 წელი გამაძლებინა.

YOU ARE READING
მემკვდრეები (დასრულებული)
Actionადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი