- გისმენ თეჰიონ, ამიხსენი რა ხდება, რას ხლართავ? ჯისუ შენს ოთახში რატომ შეიყვანე?
- დამშვიდდი ჯინ - დაუყვავა თეჰიონმა და სასმლით ხელში მის მოპირდაპირედ დაჯდა. - მოკლედ მე და ჯისუ ვქორწინდებით. - უდარდელად წარმოთქვა თემ.
- რაა? - ლამის სკამიდან გადმოვარდა ჯინი. - როდის მოასწარი? საერთოდ რას ბოდავ? არაა, ნუთუ ისევ რამე კუსტარულად დამზადებული მოწიე, კარგი რა თეჰიონ, როდის მოასწარი ასე მწარედ დაბოლება.
- ჰა,ჰა, ძალიან სასაცილოა ძმაო, შენ იხალისე, საბოლოო ჯამში კი ჩემი ქორწილის ორგანიზებას რომ დაიწყებ ვნახოთ ვინ დარჩება დაბოლილი. მაპატიე ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვი, გპირდები მალე ყველაფერს გაიგებ, გთხოვ უბრალოდ მენდე კარგი, ენდე შენს ძმას.
- სხვა რა გზა მაქვს, უნდა გენდო და ვილოცო რომ ყველფერი კარგად დასრულდეს. - ხელები დემონსტრაციულად მაღლა აღაპყრო ჯინმა და თვალები აატრიალა.
- მე წავედი, არ მინდა ჯისუმ გაიღვიძოს და მარტო იგრძნოს თავი.
- წადი, წადი. სულ დააკარგვინა იმ გოგომ ის მცირედი ჭკუა რაც გააჩნდა - ჩაიდუდუნა ჯინმა და თავი გადააქნია.
- გავიგონე! - შეუღრინა კიბეებზე ამავალმა თაემ და გზა გააგრძელა.
- უპს - ჩაიფხუკუნა ჯინმა და ტელფონი მოიმარჯვა რათა კრისტალის ადგილსამყოფელის შესახებ გაეგო, რომელიც ამჯერადაც უკვალოდ იყო გამქრალი.
....................
თვალი ზანტად გაახილა, თავის საშინელმა ტკივილმა გააღვიძა. მოულოდნელად დააფიქსირა რომ ეს არ იყო მისი ოთახი, გარემო საერთოდ არ ეცნო და წამიერად გაუცნობიერებელმა შიშმა შეიპყრო და ფეხზე წამოდგომა სცადა, თუმცა მალევე იგრძნო ნაცნობი სურნელი, ამან გაუცნობიერებლად დაამშვიდა. უკან საწოლში დაბრუნდა და ბალიში ჩაიხუტა რომელსაც მძაფრად ასდიოდა მისი სურნელი, ის იყო დაძინებას აპირებდა რომ მისთვის ტკივილამდე ნაცნობი ხმა ჩაესმა და ძილბურანიდან გამოარკვია
YOU ARE READING
მემკვდრეები (დასრულებული)
حركة (أكشن)ადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი