თეჰიონმა სწრაფად ჩაირბინა სარდაფის კიბეები და მოუთმენლად შეაღო კარი რის შემდეგაც საკმაოდ მძიმე სანახაობას შეეჯახა. გუკი გამეტებით ურტყამდა ახალგაზრდა მამაკაცს და უშვერი სიტყვებით ამკობდა.
- ხმა ამოიღე ნაბიჭვარო, ვინ დაგავალა ქორწილში შემოსვლა ამის დედაც. ხმა ამოიღე სანამ შენი ყოფა უარესი გავხადე.
- გუკ ასე შემოგაკვდება, რაც ჯერჯერობით არ გვაწყობს. რახან საუბარი არ უნდა მოდი დავეხმაროთ და მოვიყვანოთ გულახდილობის ხასიათზე.- თეჰიონმა ბოროტად ჩაიცინა და სახელო აიკაპიწა. - შენ ლამის საქორწინო ღამე ჩამიშალე, და ახლა საუბარიც არ გინდა არა? არაუშავს მალე გადამიშლი გულს. შემევედრები ლაპარაკი გაცალო. გუკ,ძმაო ჩემი საყვარელი "სიმართლის ელექსირი" შემოიტანე.
- ახლავე ბოსს, სიამოვნებით. -სატანურად ჩაიქირქილა ბიჭმა და დავალების შესასრულებლად წავიდა. რამდენიმე წუთში კი უკან მოზრდილი დანადგარით დაბრუნდა.- აზრი არ აქვს კიმ თეჰიონ - ამოიგმინა ბიჭმა და ცინიკური ღიმილით ახედა- მე არაფერს ვიტყვი, არაფერს.
- ხო რათქმაუნდა, თავიდან ყველა ასე ამბობს. მაგრამ ახლა დეტალურად აგიხსნი ამ პატარა საოცრების შესაძლებლობებს, დარწმუნებული ვარ ეს შეგაცვლევინებს აზრს. ამ მოწყობილობას პატარა მილების საშუალებით შენი სხეულის ყველაზე მგრძნოებიარე ადგილებზე მივაერთებთ, სადაც ყველზე მეტი ნერვული დაბოლოება იყრის თავს. შემდეგ ნელ-ნელა გავზრდი სიმძლავრეს და შენ ჯოჯოხეთური ტკივილისგან დაიტანჯები. -ჩაიქირქილა გუკმა და ტყვე იქვე მდგომ სკამზე დაახეთქა. ბიჭმა გაიბრძოლა თუმცა გუკის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა.
- ასე, ასე ძმაო, მაშინ დავიწყოთ, მალე მინდა მოვრჩე, ჩემი პატარა მელოდება.
- როდესაც დანადგარი ჩაირთო ბიჭს ტანში საშინელმა იმპულსურმა ტკივილმა დაუარა. თითქოს ყველა ნერვს უშიშვლებდნენ, ეს აუტანელი შეგრძნება იყო და საუბედუროდ ყოველ წამს იზრდებოდა. აგონიამდე მიჰყავდა მისი გონება მაგრამ გათიშვის საშუალებას არ აძლევდა. ცოტათი მოდუნებულს უასმაგდებოდა ტკივილი.
- აბა ისევ არ ხარ მზად რომ ისაუბრო? - ჩაეკითხა თეჰიონი
- არაფერს არ აქვს აზრი, - ძლივს ამოითქვა სული ტყვემ, - მე რაც უნდა გითხრათ ყველაფერი უმნიშვნელოა და მას ვერ შეაჩერებს. მას ვერავინ აღუდგება წინ ადრე თუ გვიან მაინც მოკლავს გოგონას.
- რას ამბობ შე ნაბიჭვარო? -იღრიალა წყობიდან გამოსულმა თეჰიონმა და ყველაზე მაღალი სიმძლავრით გაუშვა ძაბვა მილებში. ოთახი გამგმირავმა ღრიალმა აავსო, - ახლავე მორჩი ქარაგმებით საუბარს და ამოშაქრე რას გულისხმობ თორემ გეფიცები რომ შენი სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ჯოჯოხეთად გიქცევ.
-შეწყვიტე, შეწყვიტე - ამოიგმინა ბიჭმა, - მე კრისტალმა გამომგზავნა აქ რათა პატარძალი მომეკლა. ჩემთვის მეტი არაფერი უთქვამს გეფიცებით. გთხოვთ, დამიჯერეთ. ის ქალი შეშლილია, მისი მზერა და სახე, უბრალოდ შეშლილია გესმით, მნიშვნელობა არ აქვს მე ვიქნები თუ ვინმე სხვა, ის ეცდება თავისას მიაღწიოს.
- თეჰიონმა მძლავრად ამოიოხრა კედელს მუშტი დაჰკრა და გუკს მიუბრუნდა. - მისი დაკითხვა გააგრძელე, მერე კი იცი რაც უნდა ქნა.
-შესრულებული იქნება ბოსს.

YOU ARE READING
მემკვდრეები (დასრულებული)
Acciónადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი