ჯისუ უკვე 10 წუთია კაბინეტის კართან დგას და შესვლას ვერ ბედავს. არ იცის ახსნა საიდან დაიწყოს, იცის რაც ჩაიდინა უპატიებელია.
- კიდევ დიდხანს იდგები მანდ თუ შემოხვალ? - გაისმა სასიამოვნო ბარიტონი რამაც წამით შეაცბუნა ისედაც დაბნეული გოგონა, თუმცა მალევე აიყვანა თავი ხელში და კარი თამამად შეაღო.
- შეფ, გექნებათ რამდენიმე წუთი, მინდა ერთი საკითხი განვიხილო თქვენთან.
- რათქმაუნდა, მე ყოველთვის მაქვს დრო ჩემი ყველაზე პატარა სპეცაგენტისათვის - გაიღიმა აარონმა
- რა ხდება ჯისუ? რაც აქ დაბრუნდი ვხვდები რომ რაღაც გაწუხებს. ხომ იცი შეგიძლია ყველაფერი მითხრა. ეს შენს კორეულ ვოიაჟს ეხება, ხომ ასეა.
- ნამდვილად ასეა ჰაჩ, მე კორეაში ძალიან ცუდი რამ გავაკეთე ... - ამოიოხრა ჯისუმ და თავი ჩახარა.......
- თეჰიონ - კაბინეტში ქოშინით შევარდა გუკი და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა - ვიპოვე.
- სად არის, კარგადაა, ესაუბრე? - მიაყარა კითხვები მის წინ მჯდომს
- დამშვიდდი ძმაო. კარგადაა
როგორც ველოდით ამერიკაშია. ვაშინგტონში. სამსახურში დაბრუნდა.
- როგორაა?
- კარგადაა პრაქტიკულად, ახლახანს კიდევ ერთი საქმე გახსნეს. როცა ჩავედი, მე..
- გუკ ამოღერღე რა გჭირს? რა მოხდა.
- მოკლედ როცა იქ ჩავედი და დავინახე მინდოდა გამოვლაპარაკებოდი, თან არცისე კარგად გამოიყურებოდა
- რატომ, რა სჭირს ჯისუს.
- დამამთავრებინე, ისედაც ძლივს ვუყრი თავს აზრებს. უკან გავყევი, დავინახე როგორ შევიდა საავადმყოფოში. აღმოჩნდა რომ გენეკოლოგთან ჰქონდა ვიზიტი.
- რას მეუბნები ჯონგუკ არ მითხრა...
- კი თეჰიონ, ირსულადაა. ჯისუ თითქმის ორი თვის ორსულია. - მიაყარა გუკმა და ამოისუნთქა. თეჰიონი მომენტალურად გაშეშდა ამ ახალი ინფორმაციისგან. მოულოდნელად კი მისი თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა. უაზრო ღიმილით მიაშტერდა სივრცეს. - ჰეი გესმის ჩემი ხმა?
- მე მამა გავხდები გუკ გესმის? მამა უნდა ვიყო. ჩემი პატარა შვილს გამიჩენს. ჩემი პატარები ღმერთო. - უაზროდ ბუტბუტებდა თაე თუმცა უცებ დასერიოზულდა. - რატომ არ მითხრა? ნუთუ უნდა ბავშვი ჩემგან დამალოს. ან რა დროს მისი მუშაობაა. ჯონგუკ სასწრაფოდ მასთან უნდა წავიდე. უთხარი რომ ჩემი კერძო თვითმფრინავი მოამზადონ. ჯისუს კოორდინატები მომწერე. - მოიცა, ერთი წუთით. ჯანდაბა, არასოდეს მისმენს. იმედია სწორად მოვიქეცი რომ ვუთხარი.
YOU ARE READING
მემკვდრეები (დასრულებული)
Acciónადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი