ოთახში ბნელა... ირგვლივ სულისშემაგუბებელი სიჩუმეა რომელსაც მომენტალურად ფხრეწს იარაღის გასროლის ხმა, შემდეგ, მთელს სხეულზე სიცივეს გრძნობს, სიცივეს და სისველეს, რომელსაც საშინელი სუნი ასდის. სისხლის სუნი, ცდილობს ფეხზე წამოდგეს, მაგრამ სხეული არ ემორჩილება, ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებს, უბრალოდ გრძნობს როგორ ტოვებს მის სხეულს სული, როგორ ეცლება სიცოცხლე და კიდევ უფრო მეტად სცივა, ნუთუ ესაა სიკვდილი, ნუთუ ამის იქით არაფერია, ნუთუ ასე უნდა დაამთავროს.
- არაა! ჯერ ადრეა, არ შეიძლება! - ყვირის სასოწარკვეთლი
- ჯისუ! ჯისუ გესმის ჩემი? გაიღვიძე უბრალოდ კოშმარია, ჯისუ- თავზე დაჰყვირის შეშინებული თეჰიონი გოგონას რომელსაც ცივი ოფლი ასხამს და თითქმის აგონიაში მყოფი ვერ ახერხებს კოშმარს თავი დააღწიოს. - პატარავ აქ ვარ, ნუ გეშინია გესმის? ჩემი გესმის ჯისუ, შენ არაფერი მოგივა დამშვიდდი.
- გოგონა გაუცნობიერებლად ხვევს ხელებს თაეს და მთელი სხეულით ეკვრება, მის ძლიერ მკლავებში თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს. მომენტალურად წყნარდება, გულის ცემაც უმშვიდდება და ძილს აგრძელებს
- ასე პატარავ, მშვიდად- მის თმებს ეფერება თე და გულში მჭიდროდ იკრავს. - არ ვიცი რა გადაიტანე და ასე რა გაშნებს მაგრამ ვერავინ შეგეხება სანამ შენთან ვარ. არავის მივცემ უფლებას რომ გატკინოს, უბრალოდ მომეცი საშუალება დაგეხმარო.
მას შემდეგ რაც მშვიდდება თეჰიონი ცდილობს წამოდგეს, ხვდება რომ დილით ჯისოს ამ ოთახში რომ დახვდეს ცოცხალი ვერ გადაურჩება, თუმცა ვერ ახერხებს მის პატარა სხეულს თავი დააღწიოს, გაღვიძება კი არ უნდა. - ჯანდაბა რაც არის არის, ერთ დარტყმას ავიტან - სიბნელეს უღიმის თაე და სიზმრების სამყაროში ეშვება.
.......................
- კიმ თეჰიონ! თეჰიონ! თვალები გაახილე შე პარაზიტო, სანამ აქვე არ აგკუწე, ჯანდაბა გესმის ჩემი? გაიწიე მაინც რომ ადგომა შევძლო, იდიოტო. - გამწარებული ცდილობდა ბიჭის მკლავებისგან გათავისუფლებას სულშეგუბებული ჯისუ, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით ზედ ეწვა ტაე და როგორც ჩანდა საკმაოდ ტკბილად ეძინა.- თავს რომ დავაღწევ გეფიცები ჩემი ხელით მიგახრჩობ, იმბეცილო გაიღვიძე - პასუხად თაე მხოლოდ უსაგნოდ ზმუოდა და უფრო იკრავდა ისედაც შეწუხებულს გულში. - ჯერ დამაცადე აქედან ავდგე რა დღეში ჩაგაგდო - გულში იქადნებოდა ჯისუ რომელმაც როგორც იქნა მისი მკლავებისგან გამოძრომა მოახერხა და ახლა სიბრზისგან ერთიანად გამწვანებული ფიქრობდა როგორ გაეღვიძებინა ეს ძილისგუდა. იქვე მდგარი მაგიდისკენ შებრუნებულს, რომელსაც იქ წყლით სავსე მათარა ეგულებოდა სტვენის ხმა შემოესმა და ელდანაკრავივით შებრუნდა საწოლისკენ, სადაც იდაყვებს დაყრდნობილი თეჰიონი დახვდა, იგი თვალებმოჭუტული სწავლობდა მის სხეულს და სახეზე გარყვნილი ღიმილი დასთამაშებდა. - პატარავ გირჩევ რამე ჩაიცვა თორემ არც მე და არც ჩემი ბიჭი ჩვენს საქციელზე პასუხს არ ვაგებთ.
YOU ARE READING
მემკვდრეები (დასრულებული)
Боевикადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი