25 თავი

504 49 18
                                    

შურისძიება - თუკი ამ ერთ სიტყვას შეუძლია სიმშვიდე მოუტანოს აფორიაქებულ სულს, ბედნიერება დაუბრუნოს შენს გულს და ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს, მაშინ რატომ გრძნობ მხოლოდ სიცივეს და გაუსაძლის ტკივილს? რატომ იძირება ირგვლივ ყველაფერი უკუნ სიბნელეში? რატომ სტანჯავს უკვე თავისუფალ სულს გაურკვეველი გრძნობა? ხვდება რომ რაღაც აკავებს, რაღაც არ აძლევს წასვლის საშუალებას, მაგრამ რა?

.................

- პირველი 24 საათი გადამწყვეტია - დაღლილად ჩაილაპარაკა ექიმმა. - საბედნიეროდ სისხლის მოწოდება დროულად მოხდა, ვფიქრობ გართულებებს აღარ უნდა ველოდოთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფრის გარანტიას ვერ გაძლევთ, გოგონას სხეული ძალიან დასუსტებულია, ასევე ჩანს რომ იგი მენტალურადაც გატეხილია, საერთოდ არ იბრძვის სიცოცხლისათვის.

- ყველაფერი გააკეთეთ რაც საჭიროა.მან უნდა გაიღვიძოს, როდის შევძლებ მის ნახვას? - მოუთმენლად მიაყარა თეჰიონმა.

- როგორც კი გონს მოვა მასთან შეგიშვებთ. დროებით- ექიმი თავის დაკვრით დაემშვიდობა მათ და გაუჩინარდა.

- თეჰიონ, ერთიანად სისხლში ხარ, ჯობია სახლში წახვიდე და გამოიცვალო.

- ვერსად წავალ, ხომ გაიგე რა თქვა ექიმმა? მას მე ვჭირდები, უნდა იგრძნოს რომ აქ ვარ და ველოდები, არ დავტოვებ.

- ჯინი მართალია - საუბარში ჩაერია ნამჯუნი, რომელიც სწორედ იმ მომენტში დაბრუნდა სისხლის გადასხმის შემდეგ - უნდა დაისვენო, ასე ვერ შეძლებ ვინმეს დაეხმარო, დარწმუნებული ვარ არც ჯისუს ენდომება შენი ასეთ მდგომარეობაში ხილვა.

- ნამჯუნ - თეჰიონი ბიჭისკენ შებრუნდა. - მადლობ, შენ ჯისუ გადამირჩინე, ვალში ვარ შენთან.

- მისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მისი სიცოცხლისთვის, იმისთვის რომ კარგად იყოს. მადლობა საჭრო არაა თეჰიონ. უბრალოდ გააბედნიერე. ჯისუს უყვარხარ ეს ნამდვილად ვიცი. თუკი გაბედავ და ოდესმე გულს ატკენ მოგკლავ. - კბილებში გამოცრა ნამჯუნმა.

მემკვდრეები (დასრულებული)Where stories live. Discover now