24 თავი

483 54 25
                                        

- წამზომი ჩართულია, მას უკან ვერაფერი დააბრუნებს, ვერც ვერაფერი შეაჩერებს და საცაა იფეთქებს. მალე ყველაფერი დამთავრდება - ჩაიქირქილა იანმა, როცა კაბინეტიდან გამოსული, სახეწაშლილი ჯისუ დალანდა. - ეს ორი სატანა ერთმანეთს შეერკინება, ამ ბრძოლაში ვერც ერთი დარჩება ცოცხალი, ამაზეც თავად ვიზრუნებ.

...........

ჯისუმ სწრაფად დატოვა კომპანიის შენობა და საკუთარ ავტომობილს მიაშურა. საჭესთან ადგილი დაიკავა და ტელეფონი მოიმარჯვა, შეეცადა სუნთქვა დაერეგულირებინა, არ უნდოდა დროზე ადრე გამოაშკარავებულიყო. კრისტალის ნომერი აკრიფა თუმცა დაკავშირება ვერ შეძლო, გადაწყვიტა ჯინისთვის დაერეკა და ასეც მოიქცა

- ჰეი, ჯინ.

- გისმენ რძალო, რამ გაგახსენა ჩემი თავი,

- კრისტალს ვერ ვუკავშირდები, შეგიძლია მითხრა სად არის? რაღაცის გარკვევა დამავალა მინდა გავესაუბრო თუმცა ვერ ვახერხებ ვიპოვო.

- სიმართლე გითხრა არ ვიცი ჯისუ, ვიკამათეთ და გაბრაზებული სადღაც წავიდა.

- გასაგებია მადლობა ჯინ, დროებით. - დაემშვიდობა და გათიშა, ღრმად ამოიოხრა, არ უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვანაირად ვერასოდეს გაიგებდა სად იმალებოდა ის ძუკნა, ისევ დარეკა და სუნთქვაშეკრული დაელოდა

- გამარჯობა ... გარსია... შენი დახმარება მჭირდება..............

..................

- თეჰიონ პრობლემა გვაქვს

- რა მოხდა ჯინ? -დაინტერესდა თაე.

- ჯისუ კრისტალს ეძებს, მითხრა რომ რაღცის გარკვევა დაავალა და ამიტომ, მაგრამ მისი არ მჯერა. მათ არ აქვთ ეს ურთიერთობა.

- ჯანდაბა, ნეტავ რა ხდება, ახლავე ჯისუს დავურეკავ.

- არ დარეკო, ეს უფრო მეტ ეჭვს გამოიწვევს. კომპანიაში დარეკე და გაარკვიე ისევ იქაა თუ არა.

- მართალი ხარ, ასე მოვიქცევი და სწრაფად წავალ მის წამოსაყვანად.

მემკვდრეები (დასრულებული)Stories to obsess over. Discover now