Truth

514 52 14
                                    

ცივა.. სულის შემხუთავად ცივა, სიჩუმეა და ეს ჭკუიდან გშლის.. ტკივილი გულს გიგლეჯს ათას ნაწილად, უკვე დიდი ხანია გტკივა, მაგრამ მაინც ვერ შეეჩვიე, ვერ ისწავლე მასთან ერთად არსებობა, ტკივილი ვერ გახდა შენი თანამგზავრი. გინდა რამე შეცვალო, მაგრამ უკან დასახევად უკვე გვიანია, გზარავს იმის გაფიქრებაც რომ ეს ჯოჯოხეთი თავად მოუწყვე საკუთარ თავს, საკუთარ მეგობრებს. შეძლებ კი ამხელა ტვირთით განაგრძო ცხოვრება, შეძლებ ისუნთქო როცა ბედისწერამ საზარელი მემკვიდრეობა დაგიტოვა, ხო შენ მემკვიდრე ხარ, და წილად სამარადჟამო ტანჯვა გერგო.

..............

რამდენიმე საათით ადრე

ჯისუმ თეჰიონის "კლანჭებისგან" თავის დაღწევა გუკის მეშვეობით შეძლო, რომელმაც მას რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემის გამო ოფისში მისვლა დაუყოვნებლივ მოსთხოვა და იმ წამსვე კომპანიისკენ გაეშურა, იმედოვნებდა რომ შეტყობინების ავტორი მალე მიაწვდიდა საჭირო ინფორმაციას. ჯისუმ არ მიაქცია ყურადღება მისკენ ინტერესით მიპყრობილ თვალებს და ამაყად გაემართა საკუთარი კაბინეტისაკენ სადაც იუნგი, ჯიმინი და ჯენი ელოდნენ. დღეს მეგობრებს უნდა დამშვიდობებოდა და ვინ იცის რამდენი ხნით, მათთვის არც შეტყობინების შესახებ არ აპირებდა რამის თქმას. გადაწყვიტა რომ ამიერიდან ბრძოლაში მარტოა. ვეღარავის შეუქმნიდა საფრთხეს.

- პატარავ, იმის კვალობაზე რომ წუხელ შენი ქორწინების ღამე იყო ყოჩაღად გამოიყურები - ეშმაკურად ჩაიცინა ჯიმინმა გოგონას დანახვაზე და მისგან მუჯლუგუნიც დაიმსახურა.

- არ გრცხვენია პარკ ჯიმინ? - დაუცაცხანა ჯისუმ - ეშმაკმა იცის რამდენი ხნით ვშორდებით ერთმანეთს და გინდა ნერვები დამაგლიჯო არა?

- კარგი გეყოფათ - ჩაერია სიცილით ჯენი - რამ გაგამწარათ, ჯიმინ რა გჭირს რატომ უსვამ ასეთ კითხვებს და აფორიაქებ, დარწმუნებული ვარ უბრალოდ არ იმჩნევს თორემ საშინლად უჭირს სიარული. - ჯისუმ ჯიმინის ცემას თავი დაანება და ჯენის გამოუდგა რომელიც მხიარულად დარბოდა მაგიდის გარშემო. ჯიმინი სიცილისგან იატაკზე ეგდო იუნგი კი როგორც ყოველთვის გაბეზრებული აქნევდა თავს და საწოლში ყოფნას ნატრობდა. როგორც იქნა ჯისუმ ჯენი მოიხელთა, ისიც ჯიმინთან იატაკზე დააგდო და ღიტინი დაუწყო, ოთახი მათი მხიარული სიცილით აივსო, თითქოს არაფერი მომხდარა, წამით ისევ იგრძნეს ბედნიერება, იუნგი შორიდან ადევნებდა თვალს და მათ ბავშურობაზე ეცონებოდა, აგონდებოდა ის ბედნიერი დღეები როცა ყველა ერთად ხალისობდნენ, ათას სიგიჟეს იგონებდნენ და კარგად ერთობოდნენ. ახლა მათ ორი უძვირფასესი ადამიანი აკლდათ, როსე - რომელიც უმოწყალოდ გაწირეს და ჯუნი რომელიც პირველი რეისით გაფრინდა ამერიკაში ქორწილის შემდეგ. იუნგიმ იცოდა რომ რაც უნდა მომხდარიყო აღარაფერი იქნებოდა ძველებურად და ამის გაფიქრებამ გუნება მოუწამლა.

მემკვდრეები (დასრულებული)Where stories live. Discover now