იუნგი ძალიან გააკვირვა თაეს შეტყობინებამ რომელიც სასწრაფოდ შეხვედრას თხოვდა. ბიჭი მაშინვე დათანხმდა რადგან მიხვდა ეს ჯისუს ეხებოდა. მის გვერდით მძინარე ჯენის შუბლზე ეამბორა და სწრაფად დატოვა სახლი.
............
- ბატონო ლი თქვენი ქალიშვილი მოვიდა, თქვენი ნახვა სურს. - მორიდებით შეაღო კარი მსახურმა და საბუთების შესწავლით გართულ მამაკაცს შვილის სტუმრობა ამცნო.
- უთხარი რომ... -
- სასაცილოა, მამაჩემის სანახავად ნებართვა მჭირდება - კაბინეტში შემოიჭრა კრისტალი და მსახურს თვალით მათი დატოვება უბრძანა.
- როგორ ბედავ? ჯერ კაბინეტში დაუკითხავად მეჭრები და მერე სკანდალს მიწყობ მსახურების წინ, თავი ვინ გგონია შე ლაწირაკო - შეჰყვირა განრისხებულმა ლიმ.
- მაპატიე ძვირფასო მამა მაგრამ ახლა სუბორდინაციის დაცვის დრო არ არის. პრობლემა მაქვს.
- უვარგისი ხარ - ჩაილაპარაკა უკვე დამშვიდებულმა კაცმა. - ამჯერად რა გააფუჭე? შევცდი რომ ასეთი მნიშვნელოვანი დავალება მოგეცი და საერთოდ გაგზარდე. მაშინ უნდა მომეშორებინე თავიდან როცა დედაშენი მოკვდა.
- შეგიძლია ჩემდამი სიყვარული სხვა დროს აფრქვიო მოხუცო, ჯისუ თეჰიონს მიჰყვება ცოლად. - მიახალა კრისტალმა
- მერე? რა პრობლემაა? ჩვენც ეგ არ გვინდოდა? განა ეს არ იყო თქვენი თავდაპირველი გეგმა?
- რაღაც ისე არ არის, ჯისუ ყურადღებასაც არ აქცევდა იმ ბიჭს, მეტიც ზედმეტად ცივად ექცეოდა, ზოგადად ჯისუსნირები სიყვარულით არ ბრმავდებიან.
- თუ ასეა, რა ხდება ეგეც გეცოდინება ტვინიკოსო - ჩაიქირქილა ლიმ
- რაღაც ჩაიფიქრა, ამაში დარწმუნებული ვარ. ვიცი რომ რაღაცას გეგმავს ეგ ორი და ვერ ვხვდები რას. ამას დამატებული თავის ხალხს იშორებს. ყველაფერი ძალიან საეჭვოა. სწრაფად უნდა ვიმოქმედო.
YOU ARE READING
მემკვდრეები (დასრულებული)
Actionადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი