15 თავი

559 56 0
                                    


ბოროტება, რომელიც შენშია გამუდმებით იზრდება. მუდმივ კვებას საჭიროებს და საბოლოოდ შენც მის კლანჭებში ექცევი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყავი მანამდე, რაზე ოცნებობდი, რისი გწამდა ახლა მხოლოდ სიცარიელეა ირგვლივ, საზარელი სიცარიელე. ბოღმა და ღვარძლი მთლიანად იკავებს მთელს შენს სხეულს და გონებას. გინდა გაჩერდე მაგრამ არ შეგიძლია. გინდა შეიცვალო მაგრამ ძალა არ გყოფნის. შენს თავს არ ეკუთვნი მხოლოდ ერთი რამ გამოძრავებს „სისხლის წყურვილი" და რაც უფრო მეტად აგემოვნებ მას მით მეტი გინდება...............

იუნგი, რომელიც ჩაფიქრებული იჯდა, ჯენისა და ჯიმინის სასოწარკვეთილმა შეძახილებმა გამოაფხიზლა.

- აქ რა ხდება? - შესძახა გაფითრებულმა ჯენიმ - ვინ იყო აქ? ღმერთო ნუთუ არასოდეს დამთავრდება.

- ჯენ დამშვიდდი, აცადე და ყველაფერს მოგვიყვება, ვერ ხედავ, თავადაც შოკშია - დაუყვავა ჯიმინმა რომელიც არანაკლებ აღელვებული იყო თუმცა ცდილობდა ეს დაემალა.

- არაფერი ვიცი, - ამოიოხრა შუგამ და ნელა წამოდგა.- ჯისუსთან ვიყავი, რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, როცა დავბრუნდი ეს სურათი დამხვდა. წარმოდგენა არ მაქვს რამეს ეძებდნენ თუ ესეც იმ აფეთქების მსგავსად რამე მესიჯია „მათგან".~

- ჯისუსთან იყავი? კი მაგრამ რატომ მარტო შენ, აგვიხსენი რა ხდება?- ხმა გაუმკაცრდა ჯიმინს.

- იუნგი რამე პრობლემაა? - ჩაერთო ჯენიც და შეყვარებულს მოლოდინით სავსე მზერა მიაბყრო.

- მალე ყველაფერს გაიგებთ, ჯუნს ველოდები, შევატყობინე და უკვე გზაშია. - ამოილუღლუღა შუგამ და მოწყვეტით დაეცა სავარძელში.

...............

თეჰიონი ჯინის კაბინეტის კართან იდგა და ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა, არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა მის ძმას, რას მოიმოქმედებდა. ჯინი ყოველთვის მეტად გაწონასწორებული იყო თეჰიონზე თუმცა როცა ბრაზდებოდა, რაც საკმაოდ იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა, სრულიად უკონტროლო ხდებოდა. საბოლოო ჯამში სხვა გამოსავალი არ იყო. რაც უფრო მეტად გაწელავდა დროს უარესი შედეგი მოჰყვებოდა. თაემ მძიმედ შეაღო კარი და ჯინის საქმიან მზერას წააწყდა, აშკარა იყო მთალად კარგი დრო ვერ შეარჩია, თუმცა ახლა ეს ყველაზე ნაკლებად აღელვებდა.

მემკვდრეები (დასრულებული)Where stories live. Discover now