ადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი
- აიშ, უკვე თავი ამძვრა თქვენ კი არაფერი მოგწონთ, - ამოიწუწუნა ჯისუმ და საწყლად გახედა ჯენის რომელიც კაბების თვალიერებით იყო გართული და ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა.
- ნუ წუწუნებ ჩემო ლამაზო - ერთ ერთი სექციიდან თავი გამოყო კრისტალმა, რომელსაც უკვე მოეძებნა კიდევ რამდენიმე კაბა და ჯისუსკენ ენერგიულად მოიჩქაროდა.
- ამ გოგოს «სისაყვარლე» მკლავს ამოიფრუტუნა ჯენიმ და თავლიერება გააგრძელა.
- მიდი აბა ესენი მოიზომე, - ხელში მიაჩეჩეს ჯისუს კაბები და ალბათ უკვე მეათასედ უბიძგეს გასახდელისკენ.
- ნუ გაქვს ეგეთი სახე - არ ნებდებოდა კრისტალი - ცხოვრებაში ქორწილი ერთხელ გაქვს და იდეალურად უნდა გამოიყურებოდე.
- ერთხელ კი, როგორ არა - თვალები აატრიალა ჯისუმ და კაბის მორგებას შეუდგა. უნდა აღიაროს რომ ეს ბოლო თავადაც ძალიან მოეწონა. დახვეწილი კაბა, გრძელი სახელოებით და ამოჭრილი ზურგით მჭიდროდ ეკვროდა მის სხეულს და სრულყოფილს აჩენდა ყველა დეტალს მასზე. იგი მდიდრული და ამავდროულად ძალიან სადა იყო, ზუსტად ჯისუს სტილი. მასში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. გოგონამ კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავის და თვალები წამიერად დახუჭა. უნდოდა წარმოედგინა რომ ეს ნამდვილი ქორწილი იყო და არა გარიგება. უნდოდა წამით დაეჯერებინა რომ იმ ადამიანთან რომელიც სიგიჟემდე უყვარს მთელს ცხოვრებას გაატარებდა. ფიქრი გოგონების ძახილმა გააწყვეტინა.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.