8 თავი

583 67 11
                                    

საშინელ კვამლში ჭირდა რამის გარჩევა, ძნელი მისახვედრი იყო რა ხდებოდა გზიდან გადასულ მანქანაში. მალევე იქაურობა მანქანების სიგნალებმა აავსო. ზედმეტად აღელვებული ჯიმინი მთელი სისწრაფით დაეშვა დაღმართზე, თან ბოლო ხმაზე ყვიროდა -ჯისუ, გესმის ჩემი, ჯისუ ჯანდაბა გესმის! ! ?

- რა ჯანდაბა გაღრიალბს იდიოტო, სმენა არ დამიკარგავს, ჯერჯერობით. - კვამლი გაიფანტა და იქედან სილუეტი გამოიკვეთა.

- ღმერთო ჩემო, კარგად ხარ, არაფერი გჭირს, სადმე გტკივა? - ჯიმინი შეშინებული მივარდა ერთიანად გაჭვარტლულ გოგონას და გულში მჭიდროდ ჩაიკრა, - არ ვიცი რა უნდა მექნა შენ რომ რამე მოგსვლოდა.

- პარკ ჯიმინ, ახლა ხელს თუარ გამიშვებ სამუდამოდ დაგაკარგვინებ შთამომავლობაზე ოცნების შანსსაც კი. რა გემართება? რათქმაუნდა კარგად ვარ, ასე მარტივი არაა ჩემი მოკვლა.

- კი მაგრამ რა მოხდა მოდი სახლში წაგიყვან და აქ ყველაფერს მივხედავ კარგი? დარწმუნებული ხარ რომ არაფერი გაწუხებს?- ჯიმინი დაკვირვებით ათვალიერებდა ჯისუს და ღმერთს მადლობას წირავდა მისი გადარჩენისათვის

- მადლობ ჯიმინ, მართლა, მაგრამ ასე ნუ ნერვიულობ- აღელვებული ბიჭის შემხედვარე მოლბა ჯისუ და თავადაც მოხვია ხელები - მე კარგად ვარ, მართლა, მაგრამ ახლა სახლში წასვლა არ მინდა, სადმე წამიყვანე რომ გამოცვლა და შხაპის მიღება შევძლო და მერე ყველას „სათათბირო ოთახში" გელოდებით. ჯიმინ დაიმახსოვრე ამ ინცინდენტის შესახებ სხვებმა არაფერი არ უნდა გაიგონ. გასაგებია?

- ყველაფერი მესმის, კარგი, ჩემთან წავიდეთ იქ შეძლებ მოწესრიგდე შემდეგ კი იუნგისა და გოგონებს შევატყობინებ რომ ელოდები.

ისინი ჯიმინის სახლისაკენ დაიძრნენ, გზაში ბიჭი ჩუმად აპარებდა მზერას ჯისუსკენ, გოგონას სახე გაქვავებული ქონდა, მისი მზერა აბსოლიტურად არაფერს ამბობდა, არავის შეეძლო გამოეცნო რა ხდებოდა ახლა მის გულში, რამდენად დიდი მრისხანება ბობოქრობდა მის გონებაში. ჯისუ შინაგანად ცახცახებდა ბრაზისაგან მაგრამ ცდილობდა გარეგნულად არ შეტყობოდა. გუნებაში საკუთარ თავს წყევლიდა იმის გამო რომ ყურადღება მოადუნა. ბინაში შესულმა ჯიმინის ლაპარაკს ყურადღება არ მიაქცია მაშინვე სააბაზანოსაკენ გასწია, ცხელ წყალს შეუშვირა სხეული და შეეცადა მოდუნებულიყო, შეეცადა თავიდან მოეშორებინა ფიქრები რომლებიც ვერც კი ხვდებოდა საიდან შემოეპარა გონებას თან ასეთ კრიტიკულ მომენტში. ხო რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იგი თეჰიონზე ფიქრობდა.

მემკვდრეები (დასრულებული)Where stories live. Discover now