14

617 57 11
                                    


ამქვეყნად ერთადერთი რამ, რასაც ნამდვილად გრძნობ, რაც ნამდვილად გესმის შენი საყვარელი ადამიანის გულის ფეთქვაა. ეს ის ხმაა რომელსაც ათასებში ამოიცნობ, რომელიც არ შეგეშლება არცერთ სხვა ხმაში, და რომლის მოსმენაც სიცოცხლეს გიხანგრძლივებს. რა მნიშვნელობა აქვს ხვალინდელ დღეს თუ იცი რომ მას ვეღარ გაიგებ? ნუთუ არსებობს რამე ამ ხმაზე სასიამოვნო?

უნდა აღიაროს რომ ამ 15 წლის განმავლობაში ასე მშვიდად არ უძინია, თითქოს საერთოდ მოსწყდა რეალობას, ახლა მხოლოდ ორნი იყვნენ ამქვეყნად, სხვას არავის ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა თითქოს. აქ ამ კედლებში და მის მკლავებში ყველანაირი გრძნობა გამქრალიყო სიყვარულის გარდა, ჰო, ამის აღიარება თავადაც უჭირდა მაგრამ შეუყვარდა, კიმ ჯისუს თავაშვებული მაფიოზი და ფლეიბოი შეუყვარდა. მისი თვალები შეუყვარდა, მისი გრძელი თითები შეუყვარდა, მისი ბოხი, მიმზიდველი ხმა. საკუთარ თავს უწყრებოდა ამის გამო, ვერ პატიობდა რომ ასეთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ კოცნამ მიახვედრა რომ თავდავიწყებით იყო შეყვარებული. ჯისუმ არ იცოდა რას გრძნობდა თეჰიონი, არ იცოდა რამდენად გულწრფელი იყო მის სიტყვებში ან ქმედებებში, მაგრამ მას არც ჰქონდა რაიმეს იმედი. არ ელოდა ბიჭისგან უსაზღვრო რომანტიულ გრძნობებს, რადგან მეტად რეალისტი იყო. ესმოდა ეს რეალობა იყო და არა რომელიმე იაფფასიანი ფილმის სიუჟეტი, სადაც ბევრი დაბრკოლების შემდეგ, მთავარი გმირები ბედნიერებას პოვებენ და ცხოვრობენ დიდხანს და უზრუნველად. იცოდა ეს სასტიკი სამყარო იყო სადაც ბედისწერას მისთვის მხოლოდ ტანჯვა და ცრემლი ემეტებოდა. არა ჯისუ არ იყო ადამიანი რომელიც წუწუნებს ან ბედს მისტირის, პირიქით ეზიზღებოდა ისინი, ვინც თავის უნიათობას ბედს აბრალებდნენ. ჯისუ ბოლოჯერ დააკვირდა თაეს მშვენიერ სახეს, მის მშვიდ, მკაცრ პროფილს და ფრთხილად გამოძვრა მისი ხელებიდან. ის რაც მოხდა მისი სისუსტე იყო, თუმცა ვერ მიცემდა უფლებას საკუთარ გრძნობებს გაემარჯვათ მასზე. ჯერ არ იყო ამის დრო, იმასაც ხვდებოდა რომ თაეს წინადადება უნდა მიეღო. მასზე უნდა დაქორწინებულიყო და მეგობრები ამ სიტუაციისათვის გაერიდებინა. ახლა არ იყო სისუსტის და რომანტიკის დრო. გოგონამ ისევ ჩვეული მკაცრი იმიჯი მოირგო თაეს ხალათში გაეხვია და ოთახი დატოვა, დღეს მართაც რთული დღე ექნებოდა, უნდა დაერწმუნებინა დანარჩენები, რომ თავი შორს დაეჭირათ მისგან.

მემკვდრეები (დასრულებული)Where stories live. Discover now